მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არ ეხება GeMUG-ისა და Apple-ის თემატიკას, გადავწყვიტეთ მათი შრომატევადი მცდელობისთვის გვერდი არ აგვეარა და თქვენთვისაც გვეთქვა. ჰუავეიმ დღეს 3 ახალი ტაბლეტი შემდეგი სახელებით წარმოგვიდგინა: MatePad Pro და MatePad 11. 10.8 და 12.6 დიუმის ზომის ტაბლეტები საკუთარ ოპერატიულ სისტემაზე HarmonyOS-ზე იმუშავებს, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსა. ეს ტაბლეტები არა მხოლოდ საკუთარ სისტემაზე, არამედ ჰუავეის მიერ შექმნილი დიზაინის Kirin-ის პროცესორზე მუშაობს.
პოლიტიკური დაძაბულობის გამო, Huawei-ს მოწყობილობებს ჩამოერთვათ პრივილეგიები, რომლებითაც ჩვეულებრივ Android-ის მომხმარებლები სარგებლობენ. მაგალითად, HarmonyOS-ზე არაა ხელმისაწვდომი არცერთი Google-ის აპლიკაცია ან სერვისი.
ამ 3 ტაბლეტზე დაკვირვებით თავისუფლად შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ჰუავეიმ HarmonyOS-სათვის iPadOS-დან ბევრი იდეა მოიპარა. ამავდროულად, ახალი ტაბლეტების პარალელურად Huawei ასევე გვთავაზობს M-Pencil-ს – რისი აშკარა მსგავსებაცაა Apple Pencil-თან. HarmonyOS-ში M-Pencil-ს ჩაშენებული აქვს ფუნქცია “FreeNote”, რომელიც ფუნქციაც Scribble-ის იდენტურია, რომელიც შარშან iPadOS 14-ში იქნა წარმოდგენილი.
გთავაზობთ Screenshot-ს HarmonyOS-იდან.
სიახლის წყარო :The Verge. სტატიის წყარო MacRumors.