2011 წლის 12 ოქტომბერს Apple-ის მომხმარებლებმა ახალი სერვისი მიიღეს, სახელად iCloud, რომელიც „ციფრული ჰაბის“ ფილოსოფიის განვითარების ახალი ეტაპი გახდა.
მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და დღეს Apple-ის ღრუბლოვანი სერვისის გარეშე ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერების ნორმალური გამოყენება. არადა, ეს სერვისი აწ უკვე განსვენებული MobileMe-ს შთამომავალია, რომლის კომერციული ჩავარდნა სტივ ჯობსმაც კი აღიარა.
არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე აქტიურად ვიყენებ iCloud-ს. და საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა: რამდენად გიყვართ ეფლის ღრუბლოვანი სერვისი. ამიტომ გავაკეთე ორი პაწია გამოკითხვა. პირველი იმის შესახებ, თუ სად ინახავთ iOS-ის სამარქაფო ასლს:
[totalpoll id=”37292″]
მეორე კითხვა — იმის შესახებ, iCloud-ის რომელ სატარიფო გეგმას იყენებთ:
[totalpoll id=”37296″]
წინასწარ დიდი მადლობა გამოკითხვებში მონაწილების მიღებისათვის!