ახალ MacBook-ს სანამ მთლიანად დაშლიან, iFixit-მა მისი ახალი კლავიატურად შეისწავლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კლავიატურის დაშლა მარტივია და ახლა ამის გაკეთება რიგით მომხმარებლებსაც შეუძლიათ.
ღილაკები იგივე ზომისაა როგორც Apple-ის Magic კლავიატურის. თუ სურვილი გექნებათ, მისი შეცვლა თეთრი კლავიატურითაც შეგიძლიათ. თუმცა ამ შემთხვევაში მაკბუკი ბოლომდე აღარ დაიხურება რადგან ისინი შედარებით უფრო სქელია ვიდრე MacBook Pro-ს კლავიატურა.
საერთო ჯამში, iFixit-მა ახალი კლავიატურა შეაქო. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალ კლავიატურას პრობლემები არ უნდა შეექმნას, თუმცა, თუ მაინც შეექმნება, მის გამოსწორებას ახლა უკვე მომხმარებლებიც შეძლებენ.
ჟურნალისტებმა რომლებმაც ახალი MacBook Pro შეამოწმეს, ამბობენ რომ ახალ კლავიატურაზე წერისას Magic Keyboard იგრძნობა, რომელიც 2015 წელს გამოუშვა Apple-მა.
შეგახსენებთ რომ წინა თაობების კლავიატურაში არსებულმა „პეპელა“ მექანიზმა ბევრი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც Apple-მა მისი გამოსწორება ცადა, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი ცოტა თუ დარჩა. ამას გარდა, კომპანია ყველა ასეთ მომხმარებელს კლავიატურის უფასოდ გამოცვლის პროგრამა შესთავაზა. [9to5Mac]