როგორც ჩანს, Apple-მა ნამდვილად ასეთი დიზაინის iPhone 8 უნდა გამოუშვას. უკვე ძალიან ბევრი წყაროდან ვიგებთ სიახლეებს, სადაც სულ ერთი დიზაინის iPhone-ს ვხედავთ.
ამჯერად ინტერნეტში ინსტრუქციების ფოტოები გამოჩნდა, თუ როგორ უნდა ამოვიღოთ სიმ-ბარათი iPhone-დან.
როგორც ჩანს ახალ iPhone-ზე მთელი წინა მხარე OLED ეკრანით იქნება დაფარული. დარჩება მხოლოდ ერთი ზოლი ზევით, სადაც მოთავსდება წინა კამერა, დინამიკი და სინათლის სენსორები. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც iPhone-ის ყუთიდან გამოჟონა ინფორმაციამ.