თქვენ უკვე შეეგუეთ იმ აზრზს, რომ iOS 11 — ყველაზე უხარისხო და პრობლემური მიკროკოდია, რომელიც ოდესმე Apple-ს გამუშვია?
არა? მაშინ აჰა თქვენ კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ტვინს აგიმღვრევთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ციფრებისადმი გულგრილი არ არის.
რა სჭირს iOS 11?
- გაუშვით კალკულატორი;
- მიუმატეთ ერთმანეთს რიცხვები 1+2+3 (მნიშვენელოვანია, რომ ეს გააკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად);
- აბა? მიიღეთ 6? არა?
რატომ ხდება ასე?
როგორც ჩანს, Apple-ს იმდენად სურდა iOS 11 გაეხადა „ყველაზე სრულყოფილი სისტემა“, რომ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა ანიმაცია.
კალკულატორში მონაცემების სწრაფად შეტანისას ის უბრალოდ ვერ ასწრებს ანიმაციის დასრულებას. შედეგად 1+2+3 ნაცვლად, რარაც მომენტში სისტემა ფიქრობს, რომ თქვენ შეიტანეთ 1+23 და გაძლევთ შესაბამის შედეგს.
ბარაქალა, კუპერტინო!
წყარო: Reddit