დეველოპერები უსაქმოდ არ სხედან და განაგრძობენ iOS 11-ის სიახლეების შესწავლას. ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინდა მოწყობილობის დამუხტვის ახალი ხმა.
iOS 10/11-ში ამ ხმის სტანდარტული, მიმდინარე ფაილის სახელი არის connect_power.caf, ჩვენ ეს ხმა გვესმის ყოველთვის, როდესაც მოწყობილობას დამუხტვაზე ვრთავთ. ახალი ხმოვანი ფაილის სახელია engage_power.caf და ის ჯერ არსად არ გამოუყენებია ეფლს.
აი ეს ხმა:
ახალი ხმა სრულიად განსხვავდება კლასიკურისაგან: მოცულობითი, ზრდადი. მოკლედ, იდეალური ხმაა უსადენო დამუხტვისათვის.
რასაკვირველია, ეს ხმა შესაძლოა სულ სხვა რამისთვის არმოჩნდეს, მაგრამ ფაილის სახელი და მახასიათებლები სხვა აზრებს ჯერ არ ბადებს.