წელს iOS 11-ის დაყენების დროს საკმაოდ ბევრ მომხმარებელს შეექმნა პრობლემა, აქედან გამომდინარე წინა წლებთან შედარებით ნაკლები ადამიანი გადავიდა ახალ ოპერაციულ სისტემაზე.
ანალიტიკური კომპანია Mixpanel-ის დღევანდელი მონაცემებით, iOS 11 მომხმარებლების მხოლოდ 38.5%-ს აქვს. ზუსტად იგივე პერიოდში წინა წელს, როდესაც iOS 10 გამოვიდა, მომხმარებლების 48.12%-ს უკვე ჰქონდა განახლებული სისტემა.
მიუხედავად ასეთი ვარდნისა, iOS დღესდღეობით ისევ ინარჩუნებს ყველაზე პოპულარუ ოპერაციული სისტემის სახელს.
გუშინ Apple-მა iOS 11.0.2 გამოუშვა, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების აღმოფხვრას და სისტემის ოპტიმიზაციას. იმედს ვიტოვებთ, რომ iOS 11.1-ის გამოშვების შემდეგ ყველა პრობლემა აღმოჩენილი და ლიკვიდირებული იქნება.