ცნობილმა დიზაინერმა, Guilherme Rambo-მ, საბოლოოდ დაადასტურა ახალი iPad Pro-ს დიზაინი. მან iOS 12.1-ის უკანასკნელ ბეტა ვერსიაში, ახალი ტაბლეტის ხატულა აღმოაჩინა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ყველა ჭორი დაადასტურა.
ახალი iPad-ი სრულიად ახალი დიზაინით გამოვა. იგი მიიღებს თხელ ჩარჩოსა და დაკარგავს მთავარ ღილაკს.
ამას გარდა, პროგრამისტებმა ახალ ვერსიაში მიაგნეს კოდს, რომელიც ადასტურებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას –– Face ID-ს.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია ხვალინდელ საღამოს დაველოდოთ.
წყარო: [Twitter]