როგორც იცით, ჩვენი დროით გუშინ საღამოს 21 საათიდან iOS-ის დიდი განახლება — მე-12 ოპერაციული სისტემა მივიღეთ. ტრადიციულად ორგანიზაცია გემუგის ჯგუფებში აჟიოტაჟი ატყდა, დღეს კი ყველა დამშვიდდა და ახალ შესაძლებლობებს აკვირდებიან.
ამ მოკლე დაკვირვებიდან გამომდინარე, მომხმარებლების უმეტესობა ხაზს უსვამს მოწყობილობის სისწრაფის მომატებას. შეფასებები ასეთია:
5S-იც ფაქტიურად მკვდრეთით აღსდგა 😀
კლავიატურები აჩქარდა ძალიან
ბავშვივით მიხარია ios 12 ის ახალი wallpaper)))
ვისაც 6 გაქვთ, გირჩევთ დააყენოთ IOS 12 . თითქმის 2-ჯერ უფრო სწრაფად იხსნება აპლიკაციები და ელემენტიც კარგად მუშაობს, ასევე, უფრო მალე იტენება, ვიდრე წინა ვერსიაში.
პ.ს. განახლების მერე გამოცვლას ვფიქრობდი და ახალ წლამდე გადავიფიქრე
ჩემი 5S საკაიფოდ ამუშავდა, აჩქარდა
ბატარიაც უკეთესად მუშაობს ჩემთან და ხოგეუბნებით სულცოტა 5 ჯერ აჩქარდა მობილურიი
iPhone 5S iPhone SE-სავით ამუშავდა. გადავირიე.