Apple-მა გუშინ ღამით iOS 13.3.1 გამოუშვა, განახლების ნომერია 17D50.
ამ განახლებაში გამოსწორდა შეცდომები, კონკრეტულად ეს ეხება დაუცველობას ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ბავშვებს აპლიაკაციების გამოყენება ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ. ასევე რა თქმა უნდა გაზრდილია ზოგადი პროდუქტიულობა.
რა არის ახალი?
- ახლა თქვენ შეგიძლიათ გეოლოკაციის გამორთვა U1 ჩიპის გამოყენებით;
- ფოსტის აპლიკაციაში დაფიქსირდა შეცდომა, თქვენს ფოსტაზე გამოგზავნილი ყველა ფოტო ავტომატურად ინახებოდა თქვენს გალერიაში;
- ფოსტის აპლიკაციაში დაფიქსირდა შეცდომა, სადაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო რამდენიმე დიალოგური ფანჯარა;
- დაფიქსირდა შეცდომა FaceTime-ში, სადაც შეიძლებოდა წინა კამერის ნაცვლად ჩართულიყო ულტრა ფართო კუთხის კამერა;
- გამოსწორდა ხარვეზი WiFi-სთან წვდომის დროს შეტყობინებების არ მოსვლასთან დაკავშირებით;
- გამოსწორდა ხარვეზი CarPlay-ზე, სადაც ზოგიერთ მოწყობილობას ზარის განხორციელებისას ჰქონდა ხარვეზი;
- HomePod-ის ინგლისურ ვერსიებში, დაემატა ინდური ენის მხარდაჭერა;
განახლების დაყენება უკვე შეგიძლიათ, როგორც მოწყობილობიდან, ასევე iTunes-ის საშუალებით.