ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ iOS 13.4 გამოუშვა, მისი ნომერია — 17E255.
ამ განახლებაში Apple-მა გამოასწორა შეცდომები, გაზარდა სტაბილურობა და დაამატა რამდენიმე სასარგებლო თვისება.
iCloud Drive — საქაღალდის გაზიარება
ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ თქვენი საქაღალდეები iCloud Drive-ში.
ერთჯერადი შესყიდვა
ახლა უკვე მომხმარებელს აპლიკაციის შეძენა ყველა მოწყობილობისთვის მხოლოდ ერთხელ სჭირდება. მაგალითად თუ შეიძენთ აპლიკაციას iPhone-დან, იგი იმუშავებს MacOS-ზე, watchOS-ზე და tvOS-ზე. მისი ჩამოტვირთვა თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე შეგეძლებათ.
ქვედა ღილაკები ფოსტის აპლიკაციაში
შეიცვალა გზავნილის შესაქმნელი ღილაკი და ასევე პასუხის ღილაკის ადგილმდებარეობა.
Apple TV — დამატებითი პარამეტრები
სტანდარტულად, ეს პარამეტრი გამორთულია. თუმცა, თუ შეზღუდული ტრაფიკი გაქვთ, შეგიძლია შეხვიდეთ პარამეტრებში და შეცვალოთ მონაცემები. ამ შემთხვევაში Apple TV მოიხმარარს მხოლოდ 600MB-ს საათში და ვიდეოს ხარისხი შემცირდება.
კონტროლ ცენტრს დაემატა ახალი ფუნქცია
კონტროლ ცენტრში ახლა უკვე შეგიძლიათ დაამატოთ Siri-ს შეტყობინებების გამოცხადების ფუნქციის გამორთვა/ჩართვის ღილაკი.
9 ახალი Memoji
ამ ემოციების გამოყენება ყველას შეუძლია. ამ Memoji-ებს შეგიძლიათ შეუცვალოთ, კანის ფერი, თმის ფერი, სათვალე, ქუდი და ა.შ.
Trackpad-ის მხარდაჭერა iPad-ზე
iPad-ის მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ Trackpad-ის მიერთება.
მანქანის გასაღები iMessage-ში
ელექტრო მანქანების მფლობელებს, ახლა უკვე შეუძლიათ საკუთარი მანქანის გასაღების iMessage-ით გაგზავნა. გასაღების გადაგზავნა მხოლოდ პირად მიმოწერაშია შესაძლებელი, მისი გაგზავნა ჯგუფურ მიმოწერაში შეუძლებელია.
კალენდრის განახლებული ვიჯეტი
ახალი კალენდრის ვიჯეტი iPad-ზე, ახლა უკვე მომავალი მოვლენის გეოგრაფიულ ადგილსაც გვიჩვენებს.
ვისაც ჯერ არ დაგიყენებიათ, iOS 13.4-ის დაყენება უკვე შესაძლებელია:
Settings >> General >> Software Update.