როგორც იცით, ჩვენი საყვარელი კომპანია ყოველ წელს iOS-ის გრანდიოზულ განახლებას გვთავაზობს. წელსაც არ არის გამონაკლისი და ენთუზიაზმითა და გაკვირვებით ვეცნობით ახალ ფუნქციებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, Apple-ისგან სიურპრიზი ტრადიციად იქცა. დღეს ამ წლის ოპერაციულ სისტემაზე — iOS 13-ზე ვისაუბრებთ.
მობილური ინტერნეტის გაზიარება
ამ ფუნქციას სავარაუდოდ ხშირად იყენებთ, მაგრამ მაშინ როცა გნებავთ თვენი ინტერნეტი პირველად გაუზიაროთ სხვას, უმეტესად თქვენ გიწევთ, რომ მას თქვენი ინტერნეტის პაროლი ხმამაღლა უკარნახოთ. iOS 13-ში ამ ფუნქციას Family sharing-ის ფუნქცია დაემატა, რაც იმას ნიშნავს რომ როდესაც ჩართავთ ინტერნეტის გაზიარების ფუნქციას, თქვენს მიერ შერჩეულ კონკრეტულ მომხმარებლები ავტომატურად მიურთდებიან თქვენს ინტერნეტს.
"სვაიფის" ფუნქცია
ამ ფუნქციის დახმარებით, თქვენ შეძლებთ აკრიფოთ ტექსტი ეკრანიდან თითის აღების გარეშე. პირველი დამკვირვებლები, Beta-ს გამოყენების შემდეგ აცხადებენ, რომ Swipe-ის ფუნქცია კარგად მუშაობს.
Xbox-ისა და Playstation-ის კონტროლერების დაკავშირება
გაურკვეველია როგორ მოახერხა Apple-მა Sony-სთან და Microsoft-თან შეთანხმებას, მაგრამ iOS 13 უკვე პირდაპირ მოგცემთ საშუალებას მიუერთოთ Xbox-ისა და Playstation-ის კონტროლერები თქვენს iPhone-ს.
კარაოკეს რეჟიმი Apple Music-ში
როგორც იცით Apple Music-ს ქონდა მუსიკის ტექსტები, მაგრამ ახლა უკვე მას კარაოკეს ფუნქციაც დაემატა. ახალი ფუნქციის დახმარებით, ეკრანზე ტექსტთან ერთად გამოჩნდება სიჩქარე, ის დაგეხმარებათ კარგად დაიჭიროთ რიტმი და აყვეთ მუსიკას.
კავშირი Wifi-სთან Control Center-დან
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მომხმარებლებლი ამ ფუნქციას უკვე დიდი ხანია ითხოვენ, ის მხოლოდ ახლა დაემატა. iOS 13-ში მომხმარებელს შეუძლიათ მენიუს ქვევიდან ამოსქროლვით აკონტროლონ WiFi-სთან კავშირი, სადაც 3D Touch-ს გამოიყენებენ.
გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/