ეს ფერადი წერტილები ხელს უწყობს თქვენი მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვას. ნარინჯისფერი წერტილი იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ თქვენი სმარტფონი იყენებს მიკროფონს. თუ აპლიკაცია „კეთილსინდისიერად“ მუშაობს, ეს წერტილი მხოლოდ მაშინ უნდა გამოჩნდეს, როდესაც იყენებთ ისეთ აპლიკაციას, სადაც მიკროფონია ჩართული (Siri, ჩამწერი და ა.შ)
ხოლო მწვანე წერტილი იმ შემთხვევაში ირთვება, თუ მაგალითად იყენებთ კამერას.
თუ რომელიმე წერტილი ისეთ დროს გამოჩნდა, როცა არ უნდა ჩანდეს, ეს იმას ნიშნავს რომ აპლიკაცია არღვევს თქვენს კონფიდენციალურობას.