GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iOS 15 — რა არის ახალი?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/06/2021
in სიახლეები
Reading Time: 4 mins read
A A
0
3.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2021 წლის რიგით მეორე ღონისძიებაზე Apple-მა ოპერაციული სისტემების განახლებები წარმოგვიდგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა iOS 15 იყო, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით.

FaceTime-ი სივრცული აუდიოთი და სხვა მახასიათებლებით

პირველი ეს არის სივრცული აუდიო, ახლა FaceTime-ში ზარის დროს ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თქვენს მოსაუბრესთან ერთად ოთახში ხართ.

FaceTime-ს აქვს ზედმეტი ხმების ჩახშობის შესაძლებლობა. მაგალითად მეზობლის ხმა, რემონტის, მანქანების და ა.შ. როგორც ჩანს ეს ტექნოლოგია ისე მუშაობს როგორც AirPods Pro-ში და AirPods Max-ში.

ახლა უკვე FaceTime-ში შეგიძლიათ შექმნათ მოსაწვევი ბმულები, რისი საშუალებითაც მეგობრებს ყველაფერს მარტივად გაუზიარებთ.

ახლა FaceTime-ი საშუალებას მოგვცემს გავაზიაროთ მუსიკა, ვუყუროთ ფილმებს და ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ iMessage-ში.

მეგობრებთან გაზიარების შესაძლებლობა მესამე მხარის აპლიკაციებსაც შეეძლებათ. მაგალითად მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ TikTok ვიდეოებსაც უყუროთ.

iMessage-ი გადაიქცა საინტერესო მესენჯერად

დროა iMessage-ი გახდეს მრავალფუნქციური მესენჯერი. როგორც ჩანს Apple-მა ეს საბოლოოდ გადაწყვიტა. პრეზენტაციაზე გვაჩვენეს ფოტო კოლაჟების შექმნის ახალი ფუნქცია, რაც ფოტოების გაზიარებას ნამდვილად ამაღელვებელს გახდის. სხვა მესენჯერებს მსგავის ფუნქცია არასდროს ჰქონიათ.

iMessage-ი მრავალფუნქციურ სოციალურ ქსელად გადაიქცევა. იგი FaceTime-ის მსგავსად ონლაინ ფორმატში, სოციალური ცხოვრების ახალი კერა ხდება. iOS 15-ში iMessage-ით შეძლებთ მისიკის გაზიარებას, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში უსმენთ.

ახალი ფუნქცია ფოტოებიდან ტექსტების ამოღებაში დაგეხმარებათ

მნიშვნელოვანია რომ ფოტოდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ ნომერზე დარეკვა და ნებისმიერი ტექსტის ამოღება. ასევე კარგია რომ ის არა მხოლოდ კამერიდან, არამედ ფოტო-გალერეაშიც მუშაობს.

წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ ხელით ნაწერი ტექსტები, ძალიან სწრაფად დაბეჭდილ ფორმატში გადაიტანოთ.

iPhone-ისა და AirPods-ის კიდევ უფრო დაახლოება

მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ თუ ყურსასმენი სადმე დაგრჩებათ, ახლა უკვე ის ამის შესახებ შეგატყობინებთ. ეს ფუნქცია Find My-ს საშუალებით იმართება და როგორც კი მას დიდ მანძილზე დატოვებთ, iPhone-ი მაშინვე რეკვას დაიწყებს.

iOS 15-ზე ახლა უკვე AirPods-ი მოსასმენი ყურის აპარატის პრინციპით იმუშავებს, ის განსაზღვრავს თანამოსაუბრის მეტყველებას და მიკროფონი აქცენტს მხოლოდ მის ხმაზე გააკეთებს.

გაუმჯობესებული Health-ის აპლიკაცია

Health-ის აპლიკაცია ახლა უფრო მეტ რამეს შეისწავლის თქვენს შესახებ და უფრო მეტ რეკომენდაციებსაც მოგცემთ. როგორ უნდა იცხოვროთ ჯანსაღად და დაუბრუნდეთ აქტიურ მდგომარეობას.

Health-ის აპლიკაცია გახდება სოციალურ ქსელი სამედიცინო დაწესებულებებთან და ინდივიდუალურ ექიმებთან. ის მხოლდო აშშ-ში იმუშავებს.

ჯანმრთელობის აპლიკაციის დახმარებით ახლა უკვე შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ მაგალითად მოხუც ნათესავებს.

iOS 15-ში წარმოგვიდგინეს სხვა მცირე ფუნქციებიც

ერთ-ერთია iPhone-ის გამოყენების სხვადასხვა რეჟიმები. ეს არის „არ შემაწუხოთ“-ის რეჟიმის მსგავსი, უფრო მრავალფეროვანი ვარიანტები.

ფოტოების გალერეაში დაემატა ვიდეო მონტაჟი. თქვენი ფოტოებისგან შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო, მოარგოთ საყვარელი მუსიკა და გაუზიაროთ მეგობრებს.

ახალი ბარათები და გასაღებები Apple Wallet-ში. ახლა Apple-ის საფულეში ID ბარათის დამატებაც იქნება შესაძლებელი.

ახალი შეტყობინებების ცენტრი. ახლა შეტყობინებები iPhone-ის რეჟიმის მეხედვით დაჯგუფდება. მაგალითად მნიშვნელოვანი და გასართობი შეტყობინებები სხვადასხვა ზოლში მოხვდება.

მონაცემთა უსაფრთხოება. Apple-მა დაამატა ახალი მექანიზმები კონფიდენციალურობისათვის.

Apple-მა შექმნა iCloud+, ამის შესახებ მალე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.

დეველოპერებმა iOS 15 უკვე მიიღეს, ოფიციალურად მას ტრადიციულად სექტემბერში მივიღებთ.

ვინც ღონისძიებას ვერ უყურეთ, ამ ვიდეოში შეგიძლიათ ყველაფერი მოკლედ იხილოთ:

Tags: AppleiOS
Previous Post

14 ინჩიანი MacBook Pro-ს ბატარეას მოცულობა გავიგეთ

Next Post

iOS 15 – გაზრდილი iCloud Storage

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
236
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
190
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
767
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
830
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post

iOS 15 – გაზრდილი iCloud Storage

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG