GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iOS 16-ს დამალული ფუნქციები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
14/09/2022
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
iOS 16-ს დამალული ფუნქციები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ
307
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

iOS 16-ში უამრავი ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო ხარისხიანს გახდის. ამ პოსტში ჩვენ გაჩვენებთ შედარებით ნაკლებად ცნობილ სიახლეებს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.

  • განთავისუფლდით დუბლიკატი ფოტოებისგან — iOS 16-ს ფოტოების აპლიკაცია შეგატყობინებთ თუ გაქვს ერთნაირი ფოტოები, რათა ისინი მარტივად წაშალოთ, თუ არსებობს ასეთი, ალბომების განყოფილებაში გამოჩნდება ახალი ალბომი „დუბლიკატები“.
  • AirPods-ის პარამეტრების მართვა — როგორც კი AirPods გახსნით და მიიტანთ iPhone-თან, ახლა უკვე პარამეტრებში გამოჩნდება AirPods-ის ველი, რომლის დახმარებითაც უკეთ მართავთ თქვენს მოწყობილობას, iOS 16‌ ასევე ამატებს პერსონალიზებულ სივრცითი აუდიოს ფუნქციას, რომელიც იყენებს TrueDepth კამერას თქვენი ყურების სკანირებისთვის, რაც უნიკალურ გამოცდილებას მოგანიჭებთ;
  • Face ID-ს ჰორიზონტალური რეჟიმი — iOS 16-ზე Face ID ახლა უკვე გვერდულ რეჟიმშიც მუშაობს, მაგალითად მაშინ როცა iPhone-ს ვერტიკალურად არ უყურებთ, Face ID მაინც იმუშავებს;
  • დამალული და წაშლილი ფოტოების დაცვა — ახლა Hidden და Recently Deleted ალბომები თქვენი Face ID-თ ან Touch ID-თ იქნება დაცული;
  • WiFi-ს პაროლი — მაგალითად თუ WiFi-ს იყენებთ და ამ WiFi-ს პაროლი არ გახსოვთ, ან არ იცით, WiFi-ს პარამეტრებში უკვე მისი პაროლის ნახვაა შესაძლებელი;
  • ჰაპტიკური გამოხმაურება კლავიატურაზე —  iOS 16-ში არის კლავიატურის პარამეტრი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ჰაპტიკური გამოხმაურება: Settings > Sounds & Haptics > Keyboard Feedback;
  • დააკოპირეთ და წაშალეთ სქრინშოთი — ეკრანის ფოტოს პარამეტრებს დაემატა ფაილებში და ნოუთებში შენახვა და ასევე დაკოპირება და თან წაშლა;
  • ჩამონტაჟებული ვალუტის კონვერტაცია — Live Text-ის ახალი ფუნქციების წყალობით, iOS ახლა მოიცავს ჩაშენებულ ვალუტის კონვერტაციას კამერაში და ‌Photos აპლიკაციაში, უბრალოდ დააჭირეთ Live Text ღილაკს ფოტოზე და შემდეგ Convert.
  • შემთხვევითი ზარის შეწყვეტის თავიდან აცილება — iOS 16-ის მომხმარებლებს ახლა ექნებათ შესაძლებლობა გამორთონ გვერდითი ღილაკი აქტიური ზარის დასრულების თავიდან ასაცილებლად;
  • დასაკრავი სიების დახარისხების ვარიანტები — Apple Music-ში iOS 16‌-ზე, მომხმარებლებს ახლა ექნებათ შესაძლებლობა დაახარისხონ ფლეილისთები სათაურის, შემსრულებლის, ალბომისა და გამოშვების თარიღის მიხედვით;
  • ახალი გაფრთხილება დატენვისას – iOS 16-ზე თუ თქვენი iPhone გათბება, მიიღებთ ახალ შეტყობინებას, რომელიც გაცნობებთ რომ დატენვა შეჩერდება იქამდე სანამ თქვენი iPhone-ის ტემპერატურა შემცირდება;

დატკბით Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემით და გიყვარდეთ Apple-ი.

Tags: Apple
Previous Post

iPhone 14 Pro 17%-თ უფრო ძლიერია ვიდრე iPhone 13 Pro

Next Post

Apple-ი განმარტავს თუ როდის გაითიშება AOD თავისით

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
237
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
192
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
771
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
843
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
Apple-ი განმარტავს თუ როდის გაითიშება AOD თავისით

Apple-ი განმარტავს თუ როდის გაითიშება AOD თავისით

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG