ზოგიერთი iOS-მოწყობილობის განახლებისას (iPhone 5s, ან უფრო ადრეული მოდელები და აგრეთვე iPad Air) 9.3 ვერსიაზე მოითხოვება Apple ID-ის შეყვანა მოწყობილობაში, რათა დასრულდეს განახლების პროცესი. თუ თქვენ ვერ იხსენებთ პაროლს, ან ვერ ახერხებთ განახლების პროცესის დასრულებას, სცადეთ შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები:
ზოგიერთ სიტუაციაში გააქტიურების ბიჯის ეკრანულ მინიშნებაზე მითითებული ელფოსტა არ შეესაბამება თქვენს მიმდინარე Apple ID-ის. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სწორი Apple ID შეგყავთ აქტივაციისას, შეეცადეთ შეასრულოთ შემდეგი ბიჯები:
- შედით icloud.com-ზე კომპიუტერიდან;
- დააწკაპუნეთ ხატულაზე Settings და ნახეთ სექცია My Devices;
- დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა My Devices სექციის სიაში არის წარმოდგენილი. თუ თქვენ ვერ ხედავთ თქვენს მოწტობილობას სიაში, გადაამოწმეთ სხვა ანგარიშები, თუ ასეთი გაქვთ შექმნილი რამდენიმე.
თუ ეკრანულ მინიშნებაზე მითითებული ელფოსტა ნამდვილად თქვენია, მაგრამ მაინც ვერ ახერხებთ მოწყობილობის გააქტიურებას, სცადეთ შემდეგი ბიჯები პროგრამაში iTunes თქვენს კომპიუტერში:
- მიუერთეთ თქვენი iPhone, iPad, ან iPod touch კომპიუტერს;
- გახსენით iTunes. დარწმუნდით, რომ iTunes განახლებულია ბოლო ვერსიამდე;
- მონიშნეთ თქვენი მოწყობილობა. თქვენ დაინახავთ გააქტიურების ეკრანს iTunes-ში;
- შეიტანეთ თქვენი Apple ID და პაროლი და დააჭირეთ ღილაკზე Continue.
ან სცადეთ ალტერნატიული ვარიანტი icloud.com-იდან, რის შემთხვავშიც თქვენ მოხსნით გააქტიურების ბლოკს:
- გამორთეთ თქვენი მოწყობილობა;
- შედით კომპიუტერიდან icloud.com-ზე თქვენი Apple ID და პაროლით;
- გახსენით Find My iPhone;
- ჩამოშალეთ სია All Devices, შემდეგ აირჩიეთ თქვენი მოწყობილობა;
- დააჭირეთ ღილაკზე Remove from Account;
- ამის შემდეგ ჩართეთ თქვენი მოწყობილობა, დაასრულეთ გააქტიურების პროცესი და ხელახლა ჩართეთ Find my iPhone ფუნქცია თქვენს მოწყობილობაში.
ყურადღება! თუ თქვენ იყენებდით სხვის Apple ID-ის, ან არ გახსოვთ ელფოსტის მისამართი, ან ელფოსტის მისამართი აღარ არსებობს, მაშინ მე თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. სანამ არ არადგენთ Apple ID-ის, ვერ მოახერხებთ თქვენი მოწყობილობით სარგებლობას.