IPad mini-ს მიმდინარე მიმოხილვა მომზადებულია პორტალის onoff.ge მხარდაჭერით. მობილური მოწყობილობების დეტალური მახასიათებლებისა და ფასის გასაგებად ეწვიეთ onoff.ge-ს, ასევე ეს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ ადვილად და სწრაფად შეიძინოთ მობილური მოწყობილობები საქართველოში.
Apple-ს შეუძლია ჩვენი გაოცება არა მხოლოდ პრეზენტაციებზე. სანამ მთელი სამყარო ელოდებოდა 25 მარტის დიდ პრემიერას, ტიმ კუკმა ტვიტერში ახალი iPad mini-ს ფოტო გამოფინა, რომლის ეკრანზეც სტილუსით ეწერა „Hello“. ამის შემდეგ რამდენიმე საათით დაიკეტა კომპანიის ოფიციალური ელმაღაზია, რაც ყოველთვის ახალი პროდუქტის გამოსვლის მანიშნებელია. ჩვენ ვიხილეთ ორი სიახლე iPad Air 3 (2019) და iPad mini 5 (2019). ამ სტატიაში iPad Air 3-ზე მოგიყვებით.
თითქოს ისე ჩანდა, რომ Air მიმართულება კომპანიამ ჩუმად გააუქმა — 2017-18 წლების მოდელები ფაქტობრივად iPad Air 2-ის გაუმჯობესებული ვერსიები იყო. თუმცა მწარმოებელმა შეძლო „ჰაეროვანი“ სერიის ხელახალი გააზრება და მისთვის პლანშეტების სამოდელო რიგში შესაბამისი ადგილის მოძებნა. ახლა iPad Air 10.5 დუიმიანი ეკრანით გამოდის და ამით მაქსიმალურად უახლოვდება iPad Pro-ს.
iPad Air 3-ის დიზაინი და ზომები
iPad Air 3-მა კვლავ ალუმინის კორპუსი და Touch ID მიიღო. კომპანიამ გადაწყვიტა ჯერ-ჯერობით უარი არ ეთქვა ამ ელემენტებზე.
მაგრამ ახალი მოდელი ზომებში გაიზარდა, 2014 წლის წინამორბედისაგან განსხვავებით. ეკრანის ზომა ახლა 10.5 დუიმია. IPS-მატრიცის გარჩევადობა 2224×1668 გახლავთ, ისევე როგორ Pro მოდელის და მხარს უჭერს True Tone ტექნოლოგიას. ეს ტექნოლიგია კომპანიის პლანშეტებში მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა და ეკრანის ნათების გარემოსთან ადაპტაციის საშუალებას იძლევა.
მოწყობილობის ზომა იგივე დარჩა, რაც ამ დიაგონალის მოწყობილობებსბ ჰქონდა ადრე: 200 მმ x 174 მმ. რასაკვირველია, ახალი მოდელი წინამორბედზე, iPad Air 2-ze უფრო დიდია. სისქე იგივე დარჩა, 6.1 მმ. წონა 456 ჩვეულებრივი და 464 გრამი LTE მოდელი. მოწყობილობაში ტრადაციულად ორი სპიკერია, 3.5 მმ გასართი ყურსასმენებისათვის და Lighting პორტი.
iPad Air 3-ის ფერები
მოდელი წარმოდგენილია სამ ფერში: ვერცხლისფერი, „ნაცრისფერი კოსმოსი“ და ოქროსფერი. ყველაფერი ტრადიციულად, როგორც სხვა მოდელებში, მხოლოდ Pro ვერსიას არა აქვს ოქროსფერი მოდელი.
წარმადობა
ახალი მოდელში A12 Bionic პროცესორია გამოყენებული, Neural Engine სისტემით. კომპანიის პროცესორი 7 ნანომეტრი ტექნოლოგიით მზადდება და 2018 წელს გამოვიდა. ამ 6 ბირთვიან პროცესორზე მუშაობს iPhone XS და iPhone XR სმარტფონები. პროცესორი დროის რეალურ რეჟიმშ იყენებს მანქანური შესწავლის ტექნოლოგიას და შეუძლია გამოიცნოს კანონზომიერებები მუშაობის პროცესში. ეს აშკარად აჩქარებს მოწყობილობის მუშაობას, განსაკუთრებით მრავალამოცანიან რეჟიმში. Apple სიამაყით აცხადებს, რომ 2018 წლის პლანშეტისაგან განსხვავებით ახალი მოდელი 70%-ით უფრო ჩქარა მუშაობს.
დისკური სივრცე ახალ მოდელს 64 და 256 გბაიტი აქვს. ოპერატიული მეხსიერება — 3 გბაიტი, უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ პლანშეტს, მაგრამ ნაკლები, ვიდრე Pro ვერსიას. აკუმულატორის მოცულობა საშუალებას გვაძლევს კვლავ 10 საათი უწყვეტად ვისარგებლოთ მოწყობილობით.
კამერა
ძირითადი კამერის გარჩევადობა 8 მეგაპიქსელს შეადგენს, დიაფრაგმა — f/2.4. გამოიყენება HDR ტექნოლოგია ფა საფირმო ფუნქცია Live Photos.აი, ოპტიკური სტაბილიზაცია, ისევე როგორც ციმციმა, ახალ მოდელში არ არის. წინა კამერა 7 მეგაპიქსელია, f/2.2 დიაფრაგმით. მასაც შეუძლია 1080p ვიდეოს გადაღება, 120 კადრი/წმ რეჟიმში და გამოსახულების პროგრამული სტაბილიზაციით, მხარს უჭერს HDR-ს, Retina Flash-ს და FaceTime ვიდეო-ზარებს. ცხადია, რომ კომპანიამ ყური დაუგდო მომხმარებლებს წინა კამერა მძლავრი და ბაზრისთვის შესაბამისი გახადა. ისიც უნდა ითქვას, რომ პლანშეტისათვის ფოტოს გადაღება არ არის მთავარი ფუნქცია, თუმცა ახალ მოდელს ეს კარგად გამოსდის. სამწუხაროდ ახალ მოდელში არ დაამატეს Face ID — ის მხოლოდ Pro მოდელის განსაკუთრებული ფუნქციაა.
Apple Pencil-ისა და Smart Keyboard-ის მხარდაჭერა
ახალი მოდელის მნიშვნელოვანი თავისებურებაა კალმის მხარდაჭერა, თუმცა პირველი თაობის. ის პლანშეტს ახალ შესაძლებლობებს მატებს — ციფრული ბლოკნოტი, ან სახატავი ტილო თქვენს განკარგულებაშია. მეორე თაობის კალამი ასევე Pro ვერსიისთვის არის მხოლოდ. შეგახსენებთ, რომ კალამი კომპლექტაციაში არ შედის და ცალკე იყიდება.
iPad Air 3-ში აგრეთვე დაემატა Smart Keyboard-ის მხარდაჭერაც. პლანშეტის მარცხენა კიდეზე გაჩნდა სპეციალური კონექტორი. მასზე შესაძლებელია კლავიატურის მიერთება, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ კლავიატურა ელეგანტურ შალითად იქცევა. ეს ფუნქცია Pro ვერსიიდან გადმოვიდა ახალ მოდელში. კლავიატურაც ცალკე იყიდება პლანშეტისაგან.
უსადენო ინტერფეისები
პლანშეტში მხარდაჭერილია Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac, ორ დიაპაზონში, 2.4 და 5 გიგაჰერცი, გადაცემის მაქსიმალური სისწრაფე 866 მბიტი/წმ. აგრეთვე Bluetooth 5. უნდა აღინიშნოს, რომ დამატებულია ვირტუალური სიმ-ბარათის მხარდაჭერაც. LTE მოდული გიგაბიტამდე გადაცემის სსიწრაფეს უზრუნველყოფს, 28 დიაპაზონში.
კომპლექტაცია
ტრადიციულად კოლოფში მოთავსებულია Lightning კაბელი და კვების ბლოკი.
ახალი პლანშეტი შესანიშნავად მოერგო კომპანიის პლაბშეტების სამოდელო რიგს. ის Pro და ჩვეულებრივ მოდელებს შორის შაულედურ ადგილს იკავებს.