ცნობილი ანალიტიკოსის Ming-Chi Kuo-ს აზრით, 2020 წლის მეორე ნახევარში iPad Pro 3D კამერით და MacBook-ი ახალი კლავიატურით უნდა ვიხილოთ.
გავრცელდა ჭორები რომ iPad Pro მიიღებს ToF კამერას, პირველად ამის შესახებ თავად Kuo-მ დაწერა. ToF კამერას სურათის სიღრმის გამოსათვლელად იყენებენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რეალობის აპლიკაციებში, სადაც მნიშვნელოვანია ობიექტამდე ზუსტი მანძილის დადგენა.
Kuo-მ ასევე ადრე თქვა რომ Apple ToF კამერის ტექნოლოგიით 2 iPhone-ს გამოუშვებს.
ანალიტიკოსმა ასევე თქვა რომ 2020 წელს გამოსულ MacBook-ს ახალი სტილის „მაკრატელის“ კლავაიტურა ექნება, რომელსაც არ ექნება იგივე პრობლემა რაც წინა მოდელების „პეპელა“ კლავიატურას ჰქონდა.
ეს სიახლე ეხება თუ არა ახალ 16 დიუმიან MacBook-ს რომელსაც ამ თვეში ველოდებით, ეს ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ Kuo დიდი ხნის წინ ამბობდა რომ 2019 წლის ოქტომბერში Apple-მა ახალი 16 დიუმიანი MacBook-ი უნდა წარმოადგინოს.