პირველი iPad Pro, 12.9 დუიმიანი ეკრანით და მძლავრი პროცესორით Apple-მა 2015 წლის ბოლოს წარმოადგინა. კომპანიამ პირველად გამოუშვა აგრეთვე ელექტორნული კალამი, Apple Pencil და გარე კლავიატურაც ამ მოწყობილობისათვის.
მაშინ ამ აქსესუარებმა გარკვეული ეჭვი დაბადა მომხმარებლებში — თითქოსდა Apple პლანშეტს კომპიუტერად გადაქცევას უპირებს და ჩაკეტილ წრეზე ბრუნავს, უმატებს რა მოწყობილობას იმას, რასაც მადენი წელი იშორებდა თავიდან.
თუმცა ბოლოსართი Pro მიუთითებდა იმაზე, რომ დიდი ზომის პლანშეტი პირველ რიგში პროფესიონალებზე იყო ორიენტირებული. მაგალითად, მათზე, ვინც დიზაინთან და ტექსტთან არის დაკავშირებული.
მე მქონდა შესაძებლობა ახლოს გავცნობოდი ამ მოწყობილობას და შემიძლია ვთქვა, რომ არის სიტუაცოები, როდესაც iPad Pro უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სამაგიდე კომპიუტერი. მაგალითად, მაკეტების შეთანხმებისას — უფრო ადვილია ეკრანზევე მონიშნო პრობლემური ადგილები, ვიდრე აღწერო ისინი სიტყვებით „აი იქ, მარჯვენა ნაცრისფერ ბლოკთან სათაური ცოტა მარცხნივ გავწიოთ“.
გარე კლავიატურამ ასევე შეცვალა ურთიერთქმედება ამ მოწყობილობასთან. ახლა მე აღარ აღვიქვამ პლანშეტს, როგორც მხოლოდ შიგთავსის მოხმარების მოწყობილობას. მივლინებაში, ან უბრალოდ სადმე კაფეში მას შეუძლია სრულიად ჩაანაცვლოს კომპიუტერი ძირითადი სამშაოებისათვის. მაგალითად, ელფოსტასთან და მესინჯერთან მუშაობა უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე კომპიუტერზე.
მიზეზი ფოკუსშია — iPad-ზე უფრო ადვილია კონეცტრირება ამოცანაზე, უფრო ნაკლებია ყურადღების გადამტანი ფაქტორი, ასევე მნიშვნელოვანია სიჩქარეც. ხშირ შემთხვევაში პლანშეტის გახსნა და პასუხის გაცემა მნიშვნელოვან წერილზე უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე კომპიუტერზე.
ძირითადი სირთულეები აპლიკაციებთან არის დაკავშირებული — ჯერ კიდევ ყველა დეველოპერს არა აქვს დამატებული გარე კლავიატურის მხარდაჭერა. ზოგიერთი ფუნქციისათვის ჯერ კიდევ არ არსებობს სრულფასოვანი ალტერნატივა — მაგალითად, PSD-ფაილების ჩასწორება. თუმცა Adobe ბოლო დროს გააქტიურდა და მთელი რიგი აპლიკაციები გამოუშვა ამისათვის. ვივარაუდოთ, რომ PSD-ფაილებისთვისაც მალე ვიხილავთ შესაბამის აპლიკაციას.
ახლა პატარა
21 მარტს Apple-მა წარმოადგინა მცირე ზომის iPad Pro — 9.7 დუიმი. ფაქტიურად, ინჟინრებმა დიდი პლანშეტის ფუნქციები ჩველებრივი აიპედის ზომებში გადმოიტანეს.
ამ ნაბიჯის რამდენიმე ახსნა არსებობს. ბევრ მომხამრებელს მოეწონა მძლავრი პლანშეტისა და გარე კლავიატურის იდეა, მაგრამ არ მოეწონათ ზომები. iPad Pro
დიდია ცოტა მოუხერხებელი. მითუმეტეს მგზავრობაში.
მეორე მხრივ, არიან მომხმარებლები, რომლებიც უკვე მუდმივად იყენებენ iPad Air-ს, მაგრამ მათ ძალიან სჭირდებათ გარე კლავიატურა, რათა ბოლომდე უარი თქვან ნოუთბუკზე.
Apple iPad Pro-ს აღიქვამს, როგორც პერსონალური კომპიუტერის ახალ ფორმატს, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს PC-მოწყობილობა.
Apple-ის საიტზე ცალკე განყოფილებაა, რომლიც ეძღვნება iPad Pro-ს გამოყენებას პერსონალური კომპიუტერის ნაცვლად: „ iPad Pro-ს შეუძლია გადაწყვიტოს პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანა, რომლისთვისაც თქვენ როგორც წესი იყენებთ კომპიუტერს, მაგრამ ამვადროულად ის ნებისმიერ კომპიუტერზე უფრო მსუბუქია“. კომპიუტერში სავარაუდოდ კომპანია Windows-კომპიუტერს მოიაზრებს.
მიუხედავად ბოლოსართი Pro-სი, ახალი პლანშეტი უფრო ფართო აუდიტორიაზეა ორიენტირებული.
კორპუსი
iPad Pro-ში ზუსტად ისეთივე კორპუსი გამოიყენება, როგორც iPad Air 2-ში. განსხვავება LTE-ნატენაში აშკარაა: ახლა ის თხელი ზოლის სახით არის შესრულებული მოწყობილობის უკანა კედელზე.
ზედა და ქვედა წიბოებზე განთავსებულია ნახვრეტები ხმის გამოსაყვანად.
მოწყობილობა დამატებით ფერში ვარდისფერი ოქროში ასევე არის წარმოდგენილი.
ეკრანი
როგორც წერია Apple-ის საიტზე, ახალი, 9.7 დუიმიანი iPad Pro აღჭურვილია „გაუმჯობესბეული, ყველა კაშკაშა ეკრანით და საუკთესო ანტი-არეკვლის დაცვით“.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ iPad Pro-ს ეკრანი გაუმჯობესდა — ის უფრო კონტრასტულია და უფრო მკაფიოა, ვიდრე Apple-ის წინა თაობის პლანშეტებში. მასში გამოიყენება True Tone ტექნოლოგია — მოწყობილობის კიდეებზე განთავსებულია განათების სენსორები, რომლებიც ავტომატურად მარგებენ ეკრანის ფერს გარე განათების მიხედვით.
მაგალითად, ოფისში მუშაობისას ეკრანი უფრო ცისფერ ტონებშია, ხოლო სახლში — უფრო ყვითელში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ iPad Pro-ს შემდეგ ხელში აიფონს ავიღებთ — ასე გეგონება, სმარტფონი მძლავრი ცისფერი ფერით გურტყამს პირდაპირ თვალებში. იმედი მაქვს, რომ ამ ტექნოლოგიას (True Tone) Apple მის სხვა მოწყობილობებშიც გადაიტანს.
iPad Pro-ს ეკრანის შემდეგ სხვა მოწყობილობების ეკრანები თითქოს თვალებში ფანარს განათებსო.
წინა თაობის პლანშეტების მფლობელებისათვის iPad Pro-ს ახალი ეკრანი განახლების ძირითადი მოტივაცია უნდა გახდეს.
ხმა
9.7 დუიმიანი iPad Pro აღჭურვილია 4 სპიკერით. ძნელი გადმოსაცემია პლანშეტის ხმის დონე. იძ ძალიან ძლიერია. ხმის მაქსიმალური დონის დროს მცირედად ხელზე ვიბრაციაც კი იგრძნობა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელია — პირადად მე ასეთი სიმძლავრე არაფერში მარგია.
თუ შევადარებთ 12.9 დუიმიან მოდელს,, დავინახავთ რომ უფროს მოდელში უფრო მძლავრია ბანები — სავარაუდოდ კორპუსში მეტი მოცულობის წყალობით.
კამერა
როგორც იქნა, iPad-ში იმაზე უარესი კამერა არ არის დაყენებული, ვიდრე iPhone-ში. 12 მეგაპიქსელიანი მატრიცას შეუძლია 4k ვიდეოს გადაღება, 240 კადრი/წმ სიჩქარით.
ისევე როგორც iPhone-ში, iPad Pro-ში დაყენებულია True Tone ციმციმა, ხოლო კამერა ასევე გამოწეულია კორპუსიდან.
ფრონტალური კამერა 5 მეგაპიქსელია. ის საგრძნობლად უკეთესია, ვიდრე 1.2 მეგაპიქსელიანი 12.9 დუიმიან iPad Pro-ში.
კლავიატურა
კლავიატურა Smart Keyboard ზუსტად ისეთივეა, როგორც უფროსს მოდელში. ზუსტად ისეთივე ღილაკების ნაკრები, ოღონდ უფრო მცირე ზომის და უფრო მჭიდროდ განლაგებული.
Magic Keyboard-ის ზედა ფენა პოლიურეტანისგან არის დამზადებული — მოწყობილობას არ ეშინია სითხეების და ჭუჭყის. ნაჭრის დაჭიმულობა ისეთივე ტაქტილურ შეგრძნებებს ტოვებს, როგორც Macbook-თან მუშობისას.
კლავიატურის შიგნით განთავსებულია მასა, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთქმედებას Smart Keyboard-სა და iPad Pro-ს შორის — მოწყობილობას დატენვა არ სჭირდება, ის მთლიანად აიპედისგან იკვებება.
კლავიშების შემცირებული ზომა ხელს არ უშლის ბეჭდვას — ტექსტში შეცდომები იმაზე მეტი არ მომსვლია, ვიდრე ჩვეულებრივ კლავიატურაზე მუშაობისას. ხოლო უფრო მცირე ზომების წყალობით მოსახერხებელია მუშაობა მოწყობილობის მუხლებზე დადებით — ის მყარად დგას და კორპუსი არ გადაწონის მას. იგივეს ვერ ვიტყვით 12.9 დუიმიან მოდელზე — ამ შემთხვევაში უმჯობესია მაგიდასთან იჯდეთ.
სხვათაშორის, iPad Pro-ს შეუძლია მუშაობა 12.9 დუიმიანი მოდელის კლავიატურასთან.
Apple Pencil
iPad Pro მხარს უჭერს Apple Pencil-თან მუშაობას. სინქრონიზაციისათვის საჭიროა მოწყობილობის მიერთება პლანშეტის Lightning გასართთან. მისი დამუხტვაც ამავე გზით ხდება.
ახალი პლანშეტის გამოსვლის მომენტისათვის გაიზარდა იმ აპლიკაციების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ Apple Pencil-ს. მაგალითად, GoodNotes. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ხელნაწერი შენიშვნები Apple Pencil-ით, შეადგინოთ გრაფიკები, მონიშნოთ PDF-დოკუმენტები — ხელსაწყო ამოიცნობს ხელით ნაწერ ტექსტს და ასევე ახდენს ამ ტექსტში ძებნას.
თუმცა Apple Pencil-ით მუშაობა დიდი ზომის iPad Pro-ზე უფრო მოსახერხებელია — 12.9 დუიმიანი ეკრანის შემდეგ 9.7 დუიმი ცოტა გვეჩვენება.
მალთითასკინგი
მოწყობილობა, როგორც ჩანს, უფრო სწრაფია, ვიდრე ბევრი პერსონალური კომპიუტერი და მხარს უჭერს iOS-ის მრავალამოცანიან რეჟიმს.
თუმცა მცორე ზომის ეკრანი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, თუ გავხსნით სტატიას Safari-ში და სხვა აპლიკაციას, ვებ-საიტი ავტომატურად გადავა მობილურ დაკაბადონებაზე. შედარებისათვის, 12.9 დუიმიან ეკრანზე ასე არ ხდება და საიტი სრულ ვერსიაში იხსნება.
ამიტომ 9.7 დუიმიან მოდელთან მუშაობისას უმჯობესია აპლიკაციებს შორის გადავერთოთ CMD+Tab კლავშების კომბინაციით. მალთითასქინგის რეჟიმის გამოყენება მოსახერხებელია სწრაფი პასუსხის გასაცემად, მაგალითად მესინჯერში და შემდგომ ისევ დავუბრუნდეთ ძირითად აპლიკაციას.
დასკვნა
ისევე როგროც ბევრი თქვენგანისათვის, ჩემთვისაც პირველი მოწყობილობა სამაგიდე კომპიუტერი იყო. და მან მე მიმაჩვია წესს — პროგრამა ეშვება ცალკე ფანჯარაში, ხოლო მისი მართვა მაუსის საშუალებით ხდება. ამასთან დეველოპერები ცდილობდნენ განეთავსებინათ რაც შეიძლება მეტი ელემენტი ცალკეული ფანჯრის ინტერფეისში — მცირე ზომის კურსორს შეუძლია მცირე ზომის ობიექტებით ოპერირება.
მომხმარებელთა ახალი თაობა კომპიუტერეულ ტექნიკასთან გაცნობას ხშირად iOS-მოწყობილობებით იწყებს — ბავშვები, რომლებმაც ჯერ ლაპარაკი არ იციან, მაგრამ შეუძლიათ პლანშეტის განბლოკვა და თამაშის გაშვება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ათი წლის შემდეგ კომპიუტერსა და პლანშეტს შორის არჩევისას ისინი პირელზე შეჩერდებიან.
კონცეფცია „There is an app for that“, რომლის პროპაგანდასაც ახდენდა სტივ ჯობსი, გაცილებით ადვილია შესწავლისათვის.
Apple-ს ესმის ეს და თანდათან კვლავს გზას პოსტ-კომპიუტერეული ხანისათვის, როდესაც ნოუთბუკები და სამგიდე კომპიუტერები მხოლოდ პროფესიული საქმიანობისათვის დარჩება, ხოლო მომხმარებლებისათვის ძირითადი ხელსაწყო გახდება პლანშეტი.
ახალი iPad Pro — Apple-ის ინჟინრების მტკიცებულებაა იმისა, რომ პოსტ-კომპიუტრეული ხანა გარდაუვალია.