2021 წლის 20 აპრილის პრეზენტაციაზე ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ ახალი iPad Pro წარმოგვიდგინა, რომელიც ახალ, ინოვაციურ M1 პროცესორზე იმუშავებს! დიახ, არ მოგესმათ — M1!
Apple-მა 128 GB, 256 GB და 512 GB ტევადობის მქონე აიპედებში დაგვასაჩუქრა 8 GB ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო 1TB ან 2TB-ში — 16 GB-ანი RAM-ით. დიახ, არც ეს მოგესმათ, 8 და 16! მაშინ, როდესაც მთელი ამ წლების განმავლობაში გამოსული აიპედები 2, 3, და 4 GB RAM-ზე მუშაობდნენ.
მეხუთე თაობის iPad Pro 11 და 12.9 დიუმიანი ვერსიები ექნება. თუმცა, განსხვავება მხოლოდ ციფრებში არ არის. 11 ინჩიანი მოდელის ეკრანის გამოსახულება Liquid Retina Display იქნება, ხოლო 12.9 ინჩიანის — Liquid Retina XDR Display.
მათი ფასები ასე ნაწილდება : iPad Pro 11-inch — 799$ iPad Pro 12.9-inch — 1099$
ასე რომ, შეამზადეთ საფულეები — iPad-ი სხვა საფეხურზე ავიდა!