iPhone 11-სა და iPhone 11 Pro-ს ზოგიერთი მფლობელი განბლოკვისას მწვანე ფერის გამოჩენაზე ჩივის. ამის შესახებ MacRumors-ისა და Reddit-ის ფორუმებიდან შევიტყვეთ.
ჯერჯერობით ვერ დავაზუსტედ პრობლემის გამომწვევი მიზეზი, თუმცა მომხმარებლების რაღაც ნაწილი აფიქსირებს რომ ეს მაშინ ხდება როცა ჩართულია მუქი თემა და ღამის ხედვის რეჟიმი.
გამწვანება დაახლოებით 3 წამის განმავლობაში გრძელდება. პრობლემა სავარაუდოდ მხოლოდ შემდეგ iOS-ის ვერსიებზე ფიქსირდება: iOS 13.4.1, 13.5 და 13.5.1.
ველოდებით პრობლემის მოგვარებას Apple-ისაგან.