მყვინთავმა ჰიდერ ჰელკენბერგმა iPhone 11 ტბის ფსკერზე იპოვა.
მყვინთავი დაკარგულუ ნივთების პოვნით არის დაკავებული, მან სმარტფონი პირველად იპოვა.
„სახლში როგორც კი მოვიტანე ჩავრთე და მაშინვე ჩაირთო, ძალიან მაგარი იყო“
„ამოვიღე სიმ-ბარათი, გადავიტანე სხვა სმარტფონში, გავარკვიე მფლობელი ვინ იყო და ძალიან გავახარე“
როგორც აღმოჩნა მფლობელი ვინმე Fatemeh Ghodsi ყოფილა, რომელსაც სმარტფონი 6 თვის წინ ნავიდან გადაუვარდა.
თავიდან გოდსის არ სჯეროდა რომ ვიღაცამ მისი iPhone-ი იპოვა, როგორც აღმოჩნდა მას არ ჰქონდა სარეზერვო ასლი და ფოტოების, კონტაქტებისა და სხვა მონაცემების დაბრუნებამ ძალიან გააბედნიერა. [ CBC ]