გურმანი : iPhone 13 ღონისძიება სავარაუდოდ ვირტუალურად ჩატარდება.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ COVID-19 ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, მინიმუმ ერთი თვით გადაიდება კომპანიის უშუალოდ შენობაში თანამშრომლების მუშაობა და გაგრძელდება ისევ ონლაინ. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ცხადია ასევე გავლენას მოახდენს Apple-ის გეგმებზე iPhone 13-ის შემოდგომაზე წარდგენაზე. ხოლო Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ iPhone 13 ღონისძიება სავარაუდოდ ვირტუალური იქნება და ისევ ვერ შეძლებენ პრეზენტაციაზე დასწრებას.
Apple–მა თავდაპირველად განაცხადა, რომ ყველა თანამშრომელს კვირაში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში მუშაობა ოფისში უნდა გაეგრძელებინათ სექტემბრიდან. გასულ კვირას მემორანდუმზე, Apple-მა თქვა, რომ ამ მოთხოვნას მინიმუმ ერთი თვით შეაჩერებს.
ეს ზედიზედ მეორე წელი იქნება როცა პრეზენტაცია ვირტუალურად ჩატარდება (2020-2021). სხვაობა იმაშია, რომ iPhone 13-ს წარდგენა სექტემბერში იქნება და არა ოქტომბერში ან ნოემბერში როგორც 12-ს წარდგენა შეფერხდა პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გამო.