GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iPhone 7 და iPhone 7 Plus – უძლიერესი სმარტფონი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
02/10/2016
in მიმოხილვა
Reading Time: 3 mins read
A A
0
3.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბევრი ჭორი და მითქმა-მოთქმა იყო მთელი წლის განმავლობაში iPhone 7-ის შესახებ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ის მიიღებს ორმაგ კამერას, ახალ ფერს და შეინარჩუნებს კორპუსის ძველ დიზაინს. თითქოსდა, არანაირი განსაკუთრებული სიახლე არ იგეგმებოდა. მაგრამ ეფლი არ იქნებოდა ეფლი, კვლავაც რომ არ გავეოცებინეთ. და მან ეს შეძლო. მოდი გავრჩიოთ.

1. ახალი დიზაინი

როგორც მინიმუმ, ახალს ეძახის ეფლი. მაგრამ მოდი ვიყოთ გულწრფელები — პრიალა Jet Black არის ძალიან მაგარი! ამ ფერის კორპუსი სრულიად ახალი ტექნოლგიის გამოყენებით იქნება, რომელიც მოიცავს ალუმინის წრიულ გაპრიალებას (სწორედ ეს ანიჭებს მას ასეთ პრიალა სახეს), შემდეგ ხდება ანოდირება და პროცესს ასრულებს მაგნიტური იონიზაცია. ოღონდ ნუ მკითხავთ ეს რა არის. არ ვიცი. შედეგი კი შთამბეჭდავია! Jet Black მოდელები ხელმისაწვდომია 128 და 256 გბაიტ მეხსიერებით.

გარეთ გამოწეულ კამერაზე ჯონი აივმა წაიმუშავა და ის ოდნავ ნაკლებად არის გამოწეული.

ამის გარდა, ეფლმა შემოგვთაზა შავი ფერის მეორე ვერსიაც, გლუვი შავი, რომელიც არის სრულიად არაჩეულებრივი რამ და მე ის კიდევ უფრო მომწონს. რასაკვირველია კვლავაც არის ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი ოქროს აიფონები. აი ნაცრისფერი კი, მადლობა ღმერთს, გაქრა.

2. ახალი Home-ღილაკი

ამიერიდან ეს ღილაკი აღარ არის ღილაკი და ის არის მონოლითური მოწყობილობა, რომელიც იყენებს Force Touch ტექნოლოგიას, ისევე როგორც Macbook-ის ტ��ეკპადი. ღილაკი ცნობს დაჭერის ძალას და საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ მრავალი ახალი სახის ოპერაცია.

3. დაცვა მტვრისაგან და წყლისაგან

ჩვენ ამას დიდი ხანია ველოდით. და როგორც იქნა მივიღეთ. დაცვა განხორცუელებულია IP67 სტანდარტის მიხედვით, ანუ სმარტფონი ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაუძლებს წყალში მცირე ხნით ჩავარდნას, 1 მეტრამდე სიღრმეზე.

4. კამერა ოპტიკური სტაბილიზაციით და ბოკე

iPhone 7-ის კამერას ახლა ასევე აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია. ამის გარდა, 12 მეგაპიქსელიანი კამერა, 6 ელემენტიანი ობიექტივი, F/1.8 დიაფრაგმით (წინამორბედებთან შედარებით 50%-ით მეტ შუქს ატარებს), ახალი ციმციმა True Tone, ოთხი შუქდიოდით, გამოსახულების ახალი პროცესორი (ასრულებს 100 მილიარდ ოპერაციას 25 მწ-ში). ამის გარდა, ეს კამერა გაფართოებულ ფერთა დიაპაზონში იღებს სურათებს — ფოტოები უფრო კარგი გამოვა ნამდვილად.

iPhone 7 Plus, როგორც მოსალოდნელი იყო, ორ კამერას შეიცავს. ფოტომოდული ორივეში იდებტურია — 12 მეგაპიქსელიანი. ერთი მათგანი სრულიად იმეორებს iPhone 7-ის კამერას, ხოლო მეორე — აღჭურვილია ტელეობიექტივით.

ორკამერიანი სისტემა საშუალებას იძლევა გავაკეთოთ ორმაგი ოპტიკური მაშტაბირება და ხუთმაგი ციფრული. ეს უკანასკნელი კი ოთხჯერ უფრო ხარისხიან სურათს იძლევა, ვიდრე კონკურენტების კამერები. მაის გარდა არის ათმაგი ციფრული მაშტაბრიების საშუალებაც. რაც ყველაზე საინტერესოა, iPhone 7 Plus იძლევა ბოკეს ეფექტის შექმნის შესაძლებლობას.

წინა კამერა ასევე გაუმჯობესდა და 7 მეგაპიქსელი გახდა. სელფი-სურათებს უკეთ გადაიღებთ აშკარად.

5. Retina HD ეკრანი კიდევ უფრო მკვეთრი გახდა

თუ უფრო ზუსტაები ვიქნებით, მისმა სიკაშკაშემ 25%-ით მოიმატა, წინამორედთან შედარებით. ასევე გაიზარდა დინამიური დიაპაზონი — ის შეესაბამება კინომატოგრაფის ყველაზე მკაცრ სტანდარტებს.

6. სტერეოსპიკერები — დიახ, არის!

როგორც იქნა სტერეო. დიდხანს ველოდით და პირველი მერცხალი iPad Pro გახდა.

ახალი კი iPhone 7-იც.

მეორე სასიამოვნო ბონუსი — დინამიკების ორჯერ გაზრდილი ხმის დონე და სიხშირული დიაპაზონის გაფართოება. iPhone 6s და Plus-ს ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერები აქვთ, ხოლო iPhone 7-ში ნამდვილი აკუსტიკური სისტემაა ჩადგმული.

7. მშვიდობით 3.5 გასართო

ჰო, კლასიკური აუდიო-გასართის ხანა დასრულდა. მხოლოდ Lightning და ციფრული ხმა. შესაბამისი სახის EarPods არის კომპლექტში, ისევე როგორც Ligthning-იდან კლასიკურ გასართზე გადამყვანი.

რატომ მოაშორა ეფლმა ანალოგური გასართი? ფილ შილერი აცხადებს, რომ სტანდარტი უკვე 100 წლისაა და დროა ჩაბარდეს ისტორიას. თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, მისი გაუქმებით ტელეფონში გათავისუფლდა დამატებითი ადგილი სხვა რამეებისათვის, მაგალითად ხარსიხიანი სპიკერისათვის, აკუმლატორისა და ა.შ.

ამასთან, ეფლი ფსონს უსადენო ტექნოლოგებზე დებს. ამაზე შემდეგ პუნქტში ვისაუბრებთ.

8. Apple Airpods

ამ ყურსასმენზე ცალკე სტატიასაც შემოგთავაზებთ, როგორც კი ის ხელთ მექნება. აქ

უბრალოდ მოკლედ მოვყვები. სრულიად უსადენო, საფირმო ყურსასმენი, რომელიც ერთი დამუხტვით 5 საათი მუშაობს და კომპლექტში მოყვება დამტენი შალითა — ეს დამატებით 24 საათი მუშაობაც.

ყურსასმენებში არის ინფრაწითელი სენსორები, აქსელერომეტრი, მიკროფონი. შესაძლებელია მონო რეჟიმში მუშაობაც. აქვს ხმაურის ჩახშობის სისტემა და პერსონალურ ასისტენთან Siri წვდომა.

ახალი ყურსასმენი 159 დოლარი ეღირება და მისი გაყიდვა ოქტომებრში დაიწყება.

9. Apple Pay იაპონიაში

iPhone 7 პირველი მასიური სარტფონი იქნება, რომელიც მხარს უჭერს NFC-ის იაპონურ სტანდარტს Felica. ჩვენ ეს არ გვეხება ნამდვილად.

10. Apple A10 Fusion — მონსტრი-პროცესორი

iPhone ყოველთვის თავს იწონებდა პროცესორის და გრაფიკული ნაწილის სიძლიერით. ტრადიცია არც ახლა დაირღვა.

ახალი ჩიპი შედეგება ორი მაღალი წარმადობის ბირთვისაგან (ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე A8 და 50%-ით უფრო ჩქარი, ვიდრე A9). ასევე მას აქვს ორი ენერგოეფექტური ბირთვი (რომლებიც 5-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ) — მათ ცალკე კონტროლერი მართავს და რეალურ დროში ანაწილებს ამოცანებს ბირთვებს შორის.

GPU ასევე აჩქარდა. ის სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე iPhone 6-ის (ასევე წარმადობის 50%-იანი ზრდა A9-ის GPU-სთან შედარებით). API Metal-თან ერთად ჩვენ გველოდება რეალისტური თამაშები და პროგრამული უზრუნველყოფა. მაგალითად, თამაში Broken Kingdom და მობილური Adobe Lightroom RAW-ფოტოების დამუშავებით.

11. მეტი მეხსიერება, აკუმლატორი და LTE

ამიერიდან ეფლის ნებისმიერი მობილური მოწყობილობა შეიცავს მეხსიერების ახალ მოცულობებს: 32, 128 და 256 გბაიტი.

აკუმლატორის მოცულობაც გიაზრდა ორივე მოდელში, პლუს მოიმატა შემადგენელი კომპონენტების ენერგოეფექტურობამ. შედეგი შემდეგია: საშუალოდ iPhone 7 2 საათით უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე წინამორბედი მოდელი, ხოლო უფროსი მოდელი — ერთი საათით მეტ ხანს. ვიდეოს ყურება 13 დ 14 საათი შეიძლება, Wi-Fi ქსელში მუშაობა — 14 და 15 საათი, LTE — 12 და 13 საათი, 3G ქსელში საუბარი — 14 და 21 საათი.

რაც შეეხება ქსელის მხარდაჭერას, ახალ მოდელებში დაემატა LTE Advanced 450 მბ/წმ მხარდაჭერა.

რა უნდა ვთქვათ. დიდებული ტელეფონია!

Tags: iPadiPhoneMac
Previous Post

iOS 10 — შთაბეჭდილებები/ ჩვენ მივიღეთ სტაბილური და სწრაფი სისტემა

Next Post

სექტემბრის სპეციალური ღონისძიება

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
252
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
3.6k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
4.9k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
989
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
593
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
793
Next Post
სექტემბრის სპეციალური ღონისძიება

სექტემბრის სპეციალური ღონისძიება

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG