Apple დაგვპირდა, რომ ახალი აიფონების გამოსვლისთანავე, რომლებიც მხარს უჭერენ Qi უსადენო ტექნოლოგიას, მათი დამუხტვის დრო თანდათან შემცირდებოდა.
iOS 11.1.1-ში მაქსიმალური სიმძლავრე, რომელითაც შესაძლებელია iPhone 8, 8 Plus და X-ის დამუხტვა, 5 ვატია. iOS 11.2-ში ეს ლიმიტი გაიზრდება 7.5 ვატამდე, რაც ნიშნავს, რომ დამუხტვაზე დახარჯული დრო დაახლოებით 30%-ით შემცირდება.
თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ თეორიულად.
სინამდვილეში კვლევებმა განსხვავებული ციფრები გვიჩვენა. Belkin-ის უსადენო დამუხტვის სადგურის გამოყენებით, რომელიც 7.5 ვატს იძლევა, iPhone X-ის დამუხტვა 46%-დან 66%-მდე 30 წუთის განმავლობაში მოხერხდა.
5 ვატიანმა მოწყობილობამ იმავე 30 წუთში იგივე მოწყობილობა 46%-დან 60%-მდე დამუხტა. სმარტფონში სპეციალურად არ იყო ჩართული ავია-რეჟიმი, რათა ტესტი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო სინამდვილესთან.
დღეისათვის ბაზარზე არის Qi სტანდარტის მოწყობილობები 15 ვატამდე გამომავალი სიმძლავრით. Apple-ის სმარტფონებისათვის ჯერ-ჯერობით ლიმიტი 7.5 ვატია. გეგმავს, თუ არა კომპანია სამომავლოდ გაზარდოს ეს მაჩვენებელი — უცნობია.
წყარო: MacRumors