ჩინურ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეხსიერების მაქსიმუმი, რაც იქნება ახალ iPhone 8-ში, 512 გბაიტი იქნება.
ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Apple პირველად გამოიყენებს 512 გბაიტ მოცულობას. ამის გარდა იქნება 64 და 256 გბაიტი.
iPhone 7s და iPhone 7s Plus მინიმალურად მიიღებს 64 გბაიტ მეხსიერებას.
მეხსიერების ასეთი დიდი მოცულობით ეფლი ცდილობს სმარტფონის ახალი მოდელის პროფესიულ კუთხით პოზიცირებას. iPhone 8-ის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.
წყარო: Cult of Mac