ბოლო დროს გააქტიურდნენ „ინფორმატორები“, რომლებიც ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას აიფონის შემდეგი მოდელის შესახებ. ამჯერად მსგავსი სიახლე Economic Daily News-იდან მივიღეთ.
მათმა წყარომ TSMC-ში (Apple-ის მომწოდებელი) დაადასტურა, რომ კუპერტინომ შეძლო თითის ანაბეჭდის სენსორის დამატება OLED-ეკრანში. TSMC 2017 NA Technology Symposium-ის ფარგლებში კომპანიამ მოგვითხრო ეფლის სამომავლო აიფონის მოდელის სიახლეების შესახებ.
წყარო ამტკიცებს, რომ ახალ მოდელში Home ღილაკი ფიზიკურად აღარ იქნება წარმოდგენილი, ასევე შესაძებელი იქნება თითის ანაბეჭდის ამოცნობა ეკრანის ნებისმიერ ადგილზე შეხებისას, ოპტიკური დაქტილოსკოპიური სენსორის წყალობით.
ამის გარდა, ეკრანის თანაფარდობა 18:9 იქნება.
ახალი აიფონის ანონსი ამა წლის 17 სექტემბერს ჩატარდება.
წყარო: Macrumors