ალბათ ვერ ნახავთ ადამიანს ვისაც 399$-ანი iPhone არ უნდა. ეს სურვილი პირველ რიგში იმათგან მოდის ვისაც ახსოვს თუ რა საჩუქარი გაგვიკეთა Apple-მა 399 დოლარიანი iPhone SE-თ, რომელიც 2016 წელს წარმოგვიდგინა. არ უნდა დაგვავავიწყდეს რომ მას შემდეგ 4 წელი გავიდა და ყველაფერი გაძვირდა.
მოდი Fast Company-ის ანალიტიკოსების მიერ მოწოდებული ახალი ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ. უცნობა წყარომ მათ განუცხადა რომ ახალი iPhone 9 (SE2) 399 დოლარად გაიყიდება, ამას ადასტურებს პოპულარული ანალიტიკოსი მინგ ჩი-კუოც, რომელმაც ამაზე 2019 წლის ოქტომბერში დაწერა. ამ სავარაუდო მოდელს ზოგიერთი iPhone SE 2-ს ზუსტად ამიტომაც უწოდებს, რომ ფიქრობენ ის იგივე ფასს გაიმეორებს. თუმცა ასევე დიდმა ნაწილმა მას უკვე iPhone 9 უწოდეს. რეალურად ჯერ არავინ იცის Apple რას გადაწყვიტავს.
ჩვენი ვერსიით ნამდვილად არის იმის დიდი ალბათობა რომ ახალი iPhone 9 (SE2) 399 დოლარი ღირდეს, რადგან ჩვენ ვიცით მისი სავარაუდო სპეციფიკაციების შესახებ. მომვალი ბიუჯეტური სმარტფონი დამზადებული იქნება iPhone 8-ის სტილში, სქელი ჩარჩოებით და სესნორული ღილაკით.