იმ დროს, როდესაც ყველა სიახლე Apple-ის გარშემო სასამართლო დარბაზიდან მოდის და ყველანი ველოდებით ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას, ქსელში გამოჩნდა მეოთხე თაობის iPhone-ის ფრიად უცნაური პროტოტიპის სურათები და ვიდეო. ის eBay-ზე იყიდება და სულ რაღაც 10 000 დოლარი დაგიჯდებათ.
საინტერსო ისაა, რომ ტელეფონის უკანა პანელზე მოკბეჩილი ვაშლის ნაცვლად „სიკვდილის ვარსკვლავი“ არის გამოსახული ვარსკვლავური ომებიდან. ასევე საინტერსოა, რომ ქვედა კიდეზე არ არის ორი ჭანჭიკი, რითაც მაგრდება კორპუსი. აპარატში ჩვეული ინტერფეისის ნაცვლად სპეციალური სატესტო ინტერფეისია. მოკლედ, ფრიად საინტერესო რამ გახლავთ.
პროტოტიპის უფრო დაწვრილებით სანახავად იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო:
წყარო: engadget.com