GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iPhone-ის რამდენიმე ნაკლებცნობილი ხრიკი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
27/04/2017
in ხრიკები
Reading Time: 3 mins read
A A
0
7.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2017 წლის გაზაფხული მძვინვარებს, ყველა ველოდებით ახალი აიფონის გამოვლას რამდენიმე თვეში და ამ სიტუაციაში ალბათ ძნელია ვინმე გააკვირვო ჯერ კიდევ უცნობი ხრიკებით. თუმცა, ჩვენ მაინც ვიპოვნეთ რამდენიმე და გიზიარებთ იმ იმედით, რომ გამოგადგებათ ყოველდღურ სიტუაციებში.

1. განმეორებითი დარეკვა

ტელეფონის აპლიკაციაში ციფრული კლავიატურის ჩანართზე შესაძლებელია ზარის ხელახალი განხორციელება ბოლოს დარეკილ ნომერზე. ამისათვის საკმარისია გამოძახების მწვანე კლავიშზე ორჯერ დაწკაპუნება.

პირველი დაჭერის შემდეგ ბოლოს დარეკილი ნომერი გამოჩნდება ზედა სტრიქონში, ხოლო მეორე დაჭერით დაიწყება ზარის განხორციელება.

2. Touch ID-ის გამჯობესებული მუშაობა

iPhone-ის თითის ანაბეწდის სკანერი შესანიშნა��ად ასრულებს მასზე დაკისრებულ საქმეს. თუმცა, ხანდახან სენსორს თითის რამდენჯერმე დადება სჭირდება ნაცნობი ანაბეჭდის აღსაქმელად. მუშაობის სიზუსტის ასამაღლებლად ტელეფონში შეინახეთ ერთი და იგივე თითის რამდენიმე ანაბეჭდი. ამით სენსორის მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება

3. ვალუტის სწრაფი კონვერტორი

ვალუტის კურსის მყისეულად გასაგებად გამოვიყენოთ Spotlight-ძებნა. საკმარისია შევიტანოთ „1$“ ველში (ბრჭყალების გარეშე) და მივიღებთ კურსს ევროსთან. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ქართულ ლარზე ამ სახით ინფორმაცის ვერ მივიღებთ.

4. ოპერატიული მეხსიერების გასუფთავება

iOS საკმაოდ სტაბილური სისტემაა, რომელიც არ ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, გასუფტავებას, ანდა ოპტიმიზაციას. თუმცა ხანდახან iPhone შეიძლება გაშტერდეს, ან შენელდეს. ამის მიზეზი ოპერატიული მეხსიერების ნაკლებობა იქნება (ანდა iOS 9, რომელიც iPhone 4s-ზეა დაყენებული).

ოპერატიული მეხსიერებიდან ყველა აპლიკაციის სწრაფად ამოსატვირთვად შემდგენაირად მოვიქცეთ: დავაჭიროთ Power ღილაკს, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება აპარატის გამორთვის სლაიდერი, მერე ავუშვათ ღილაკს და დავაჭროთ Home ღიილაკს სამუშაო დაფაზე კვლავ დაბრუნებამდე.

5. სერიული ფოტო-გადაღება

ფოტოების უწყვეტი ნაკადის გადასაღებად, უბრალოდ დავაჭიროთ გადაღების ღილაკს კამერის აპლიკაციაში. ფოტოების სერია შენინახება ფოტოების საცავში. შემდეგ შევიდეთ, ავირჩიოთ ეს ნაკრები, დავაჭიროთ ღილაკზე Select და ავირჩიოთ სასურველი ფოტო, ხოლო დანარჩენები წავშალოთ.

6. ფანარის სწრაფი გამორთვა

მათთვის, ვინც აიფონის ფოტოაპარატის ციმციმას ფანარის სახითაც იყენებს, შემდეგი ხრიკი გამოადგება. ფანარის ჩართვა აიფონზე ქვემოდან ამომავალი ჩნაართიდან შეიძლება, შესაბამის ხატულაზე დაჭერით. მაგრამ როცა გამორთვა გვინდა, იგივე ოპერაციის ჩატარება საჭირო არ არის.

საკმარისია ეკრანი გადავწიოთ მარჯვნივ, სანამ არ გამოჩნდება კამერის ხატულა. ამის შემდეგ ფანარი ჩაქრება.

7. ბოლოს დახურული გვერდების ხელახლა ნახვა ბრაუზერში

Safari-ში გვერდების დათვალიერებისას სრულიად შესაძლოა, რომ შემთხვევით საჭირო გვერდი დახუროთ. ასე დახურული გვერდის ხელახლა გასახსნელად საჭირო არ არის მისამართის ხელახლა აკრეფა, ან ისტორიაში გადასვლა. საკმარისია თითი დააჭიროთ ღილაკზე +  ოდნავ დიდხანს და გამოვა ბოლოს გახსნილი გვერდების სია, საიდანაც აირცევთ სასურველ გვერდს.

8. საიტის სრული ვერსიის ნახვა

თუ მობილურ ბრაუზერში გჭირდებათ საიტის სრულფასოვანი და არა მობაილ ვერიის ნახვა, ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება. საკმარისია დააჭიროთ გაზიარების ღილაკს და სიიდან აირჩიოთ შესაბამისი ბრძანება.

9. მხოლოდ წაუკითხავი წერილები ელფოსტის პორგრამაში

სტანდარტულ საფოსტო პროგრამას ერთი ნაკლებად ცნობილი ფუქნცია აქვს. ცალკე სექციის გამოყენებით შესაძლებელია მხოლოდ წაუკითხავი წერილების ნახვა. ამისათვის საჭიროა ყველა საფოსტო ანგარიშის სიაში გადასვლა, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე Edit დაჭერა და სიიდან Unread ოფციის არჩევა.

ასეთი ხრიკებით და რჩევებით აიფონის მოხმარება კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება. იმედს ვიტოვებ, რომ მოგეწონათ და გამოგადებათ აქ ჩამოთვლილი რჩევები.

Tags: iOSiPhone
Previous Post

ჯეილი iOS 10.3.1-ისათვის შემდეგ კვირაში

Next Post

საოცრად ლამაზი ახალი სამაჯური Apple Watch-თვის, Nike-ისა და Apple-ისაგან!

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
889
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
228
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
308
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
379
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
209
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
914
Next Post
საოცრად ლამაზი ახალი სამაჯური Apple Watch-თვის, Nike-ისა და Apple-ისაგან!

საოცრად ლამაზი ახალი სამაჯური Apple Watch-თვის, Nike-ისა და Apple-ისაგან!

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG