მისისიპელმა მელისა ვინსენტმა ფოტო-ხელოვნების შექმნის სურვილი 2011 წელს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამით“ აღმოაჩინა. ფოტოშოპის და სხვა საშუალებების გარეშე მან სურრეალისტური ფოტოების სერია iPhone 6-ის აპლიკაციების მეშვეობით შექმნა. 2015 წლისთვის მას უკვე 400 000 ე.წ. „მიმდევარი“ ჰყავს.
ვინსენტის ნამუშევრები ამერიკის სამხრეთული ბუნებითა და გარემოთია შთაგონებული. მშობლიური მისისიპის შტატი მისი მთავარი სამუშაო პალიტრაა.
„აიფონის“ აპლიკაციების სია, რომელსაც მელისა ვინსენტი ფოტოების შექმნისთვის იყენებს, ასეთია: Snapseed, Superimpose, Alien Sky, Circular, Facetune, Flood და Retouch.