თავიდან ქსელში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაახლოებით 0° ტემპერატურაზე ეფლის უახლესი სმარტფონი იჭედება და აღარ რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე.
მოგვიანებით სიტუაცია კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა.
სიცივის ეშინია ყველა iPhone X და Apple-მა ამის შესახებ უკვე იცის, თუმცა კომპანიის განცხადება ამის შესახებ დიდი დამაჯერებლობით არ გამოირჩევა:
ჩვენთვის ცნობილია სიტუაციები, როდესაც iPhone X-ის ეკრანი დროებით წყვეტს რეაგირებას შეხებაზე, ტემპერატურის მკვეთრის ვარდნის პირობებში. რამოდენიმე წამში ეკრანი კვლავ ამუშავდება, — Apple
Apple დაგვპირდა, რომ გაასწორებს ხარვეზს, რომლესაც უკვე „coldgate“ შეარქვეს.
ამავდროულად, ეფლის ოფიციალურ საიტზე მითითებულია iPhone X-ის ექსპლუატაციის ოფიციალური ტემპერატურები. არ გინდათ, რომ თქვენმა ტელეფონმა გაჭედოს? უარი თქვით მის გამოყენებაზე 0° С-ზე გვექმოთ და 35° C-ზე ზემოთ გარემო პირობებში.
გვინდა გვჯეროდეს, რომ პრობლემის გასწორება პროგრამული გზით შესაძლებელი იქნება და ეფლის მას შემდეგ ვერსიაში გაასწორებს.
წყარო: 9to5mac