iPhone X-ის კამერის მთავარი სიახლე — პორტრეტული განათების ფუქნციაა. Apple ამტკიცებს, რომ ის პრაქტიკულად არ ჩამორჩება პროფესიულ განათებას.
YouTube-ბლოგერმა, დანიელ დეარკომ გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს განცხადება. მან შეადარა სმარტფონის ყველა რეჟიმი (დღის, სტუდიური, კონტურული და სცენიური განათება) პროფესიულ კამერას.
ფოტოგრაფის განცხადებით, სხვაობა სმარტფონსა და კამერას შორის საგრძნობია. მოდი, ერთად შევადაროთ:
Apple-მა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ პროფესიულ დონემდე მაინც ჯერ შორია. განათება iPhone X-ის მთავარი ფუნქცია ვერ გახდა.
წყარო: Daniel DeArco