iPhone X Plus-ს ექნება Apple Pencil-ის მხარდაჭერა — Rosenblatt-ის ანალიტიკოსი პროგნოზირებს. როგორც იცით, Apple-ს iPad mini 2015 წლის შემდეგ არ განუახლებია.
John Zhang-ის აზრით, ერთ-ერთი ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოვა, მიიღებს iPad-ის კალმის — Apple Pencil-ის მხარდაჭერას. iPhone X Plus-ის კალამს iPen-ი ერქმევა და მისი დახმარებით iOS-ის მართვა იქნება შესაძლებელი.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჯონის ვარაუდია. მას მიაჩნია, რომ 6.5 დიუმიანი iPhone-ის მართვა თანამედროვე კალმით, ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული ანალიტიკოსის Ming-Chi Kuo-ს აზრით, სექტემბერში Apple 3 ახალ სმარტფონს წარმოგვიდგენს, მათგან ერთ-ერთი 6.5 დიუმიანი იქნება, რომელსაც ორი სიმ-ბარათისა და კალმის მხარდაჭერა ექნება.