Omdia-ს სამეცნიერო კომპანიამ გამოაქვეყნა 2019 წლის სმარტფონების გლობალური გადაზიდვების მონაცემები.
მათი თქმით iPhone XR გახდა ყველაზე პოპულარული სმარტფონი — 43.6 მილიონი ერთეულით, iPhone 11 გავიდა მეორეზე — 37.3 მილიონი ერთეულით, ხოლო მესამე ადგილზე Galaxy A10 — 30.3 მილიონი ერთეული.
როგორც Omdiia-ს სმარტფონების კვლევისა და ანალიზის დირექტორი აცხადებს, ამ სტატისტიკაში Apple ზედიზედ მეხუთე წელია დომინირებს. ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოა კორონა ვირუსის გამო, რადგან Apple-ს გადაზიდვების პრობლემები შეექმნა. [MacRumors]