ანალიტიკოსი Min-Chi Kuo-ს თქმით, iPhone XS Max-ზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ამას Apple-ი მოელოდა.
თუ გამოქვეყნებულ ანგარიშებს დავუჯერებთ, iPhone XS Max-ზე 3-ჯერ/4-ჯერ უფრო დიდი მოთხოვნაა.
ყველაზე პოპულარული ფერები, ოქროსფერი და კოსმიური ნაცრისფერია — ვერცხლისფერი პრაქტიკულად არ იყიდება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი — ძალიან მალე შესაძლებელია, რომ iPhone XS და iPhone XS Max-ის 512GB-ანი ვერსია ხელმისაწვდომი აღარ იყოს.
როგორც ცნობილია, Apple-მა ახალი iPhone-ების წარმოების პირველი პარტია დაასრულა.
Apple-ი ასევე კმაყოფილია Apple Watch 4-ის გაყიდვების მაჩვენებლით, ახალი ჭკვიანი საათის რეზულტატი კომპანიის მოლოდინს აღემატება.
წლის ბოლოსთვის 19.5 მილიონი საათის გაყიდვაა დაგეგმილი. [The Verge]