დევის გალეჰერმა, The New York Times-ის ყოფილმა რედაქტორმა საინტერესო ისტორია მოგვიყვა, თუ როგორ გადაიღო მან სულ პირველი ფოტო პირველ აიფონზე.
ის იმყოფებოდა სმარტფონის პრეზენტაციის დახურულ ჩვენებაზე და მოასწრო ორცხობილას რამდენიმე ფოტოს გადაღება. შემდეგ მან ეს ფოტოები საკუთარ თავს გადაუგზავნა ელფოსტით. დევიდმა იცოდა, რომ არ შეიძლებოდა ამ ფოტოების გამოქვეყნება და გარკვეული დროით გადამალა ფოტოები.
შემდეგ მან მაინც გამოაქვეყნა ფოტოები Flickr-ზე. მას არ ეყო გამბედაობა, რომ ფოტოს აღწერილობაში მიეთითებინა ფოტოს წარმოშობის რეალური წყარო. როგორც ცნობილია, კარგა ხანი ფოტო არავის შეუმჩნევია. თუმცა დევიდისთვის ეს მცირე ავანტიურა მღელვარე იყო: მან გამოაქვეყნა შესაძლოა სულ პირველი ფოტო აიფონიდან ინტერნეტში.