საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯონათან ზდიზიარსკი, რომელიც ცნობილია Apple-ის კრიტიკით და პირველი თაობის iPhone-ების ჯეილბრეიკით, ეფლის თანამშრომელი გახდა — 2017 წლის 14 მარტიდან ის ინჟინრის პოზიციაზე იმუშავებს უსაფრთხოების დარგში.
არსებული მონაცემების თანახმად, ზდიზიარსკიმ მონაცემების ანალიზისა და უსაფრთხოების პოზიცია დაიკავა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ მიიღო ეს წინადადება პირველ რიგში იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნია სამომხმარებლო მონაცემების კონფიდენციალურობის საკითხი.
ადრე ჯონათან ზდიზიარსკი არაერთხელ აკრიტიკებდა ეფლს iOS-ის უსაფრთხოების სისტემის არასრულყოფილების გამო.
2014 წელს მან განაცხადა, რომ მოწყობილობებში, სადაც iOS აყენია, ჩამოტნაჟებულია სპეცუალური ხელსაწყოები, მომხმარებლებზე შპიონაჟისათვის. ვიწრე სპეციფიურ წრეებში ის ცნობილია თიკუნით NerveGas და ადრე iPhone Dev Team-ისა და Chronic Dev Team-ის წევრი იყო. მისი ანგარიში ტვიტერზე ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდა, მაგრამ ეფლში გადასვლის შემდეგ ჯონათანმა ანგარიში გააუქმა.
წყარო: techcrunch.com