ცოტა ხნის წინ Apple.com-ზე გამოჩნდა ჯეოსელის მაღაზიების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ოფიციალური “აიფონის” შეძენა მსოფლიო გარანტიის პირობებით.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში Apple-მა საქართველოში მობილურ ოპერატორთა შორის არჩევანი ჯეოსელის სასარგებლოდ გააკეთა და მასთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. „ჯეოსელი ტრადიციულად ინოვაციებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის ასოცირებული, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე. ამიტომაც, ნებისმიერი სიახლის თუ ინიციატივის დანერგვისას კომპანია ხელმძღვანელობს უმაღლესი საერთშორისო სტანდარტებით“ – აცხადებენ კომპანიაში.