GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

კიდევ ერთხელ Google-ის თავგასულობის შესახებ

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
01/05/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
662
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოდი დავბრუნდეთ ერთი თვით უკან, როდესაც კომპანიამ Dr.Web-მა გამოაქვეყნა შოკის მომგვრელი ინფორმაცია 600 000 მაკის დაინფიცირების შესახებ Flashback ტროას ცხენით. ჩამოვთვალოთ ძირითადი მახასიათებლები:

  1. კომპიუტერზე შეღწევა მომხმარებლის ნების გარეშე;
  2. რაიმე სახის პარამეტრების ხილვადობა;
  3. შემდგომი ავტონომიური გაშვება;
  4. პერიოდულად მმართველ სერვერზე ინფორმაციის გაგზავნა დაიფიცირებული კომპიუტერის შესახებ;
  5. მმართველი სერვერიდან მონაცემთა და კოდის ავტომატური ჩამოტვირთვა;
  6. მომხმარებლის მხრიდან დეინსტალაციის ჩადგმული შესაძლებლობა.

უკვე გეშინიათ, არა? მოემზადეთ, შემდეგ უფრო საშიში იქნება ყველაფერი. დაბეჯითებით გთხოვთ ეკრანს მოაშოროთ ორსულები, ბავშვები და გუგული დეიდას მოყვარულები.

ერთი კვირის წინ Google-მა გამოუშვა თავისი ახალი სერვისი, Google Drive. ჩვენც, მაკისტებმაც მივიღეთ ამ სერვისისათვის კლიენტი. მოდი, ჩავიხედოთ ინსტალატორი პროგრამის შიგნით — მონიშნეთ ფაილი და მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ პარამეტრი Show Package Content:

პროგრამისათვის საჭირო სხვა კომპონენტებთან ერთად თქვენ მიიღებთ (თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ) სისტემურ სერვისს com.google.keystone.daemon. აი ამ კომპონენტის გამო ევგენი კასპერსკი რატომღაც არაფერს იძახის. არადა სულ სტყუილად.

ამ სერვისის ოფიციალური დანიშულება — Google-ის პროდუქტების მუდმივი, ავტომატური განახლებაა. რა სხვაობაა მასსა და Flashback-ს შორის? პრინციპში არაფერი, თუ არ ჩავთვლით მომხმარებელტა რაოდენობას.

კომპიუტერში მოხვედრის შემდეგ, Keystone ავტომატური ჩატვირთვის სიაში გაიწერება, როგორც სისტემური სერვისი და აქტიური რჩება მუდმივად. ყოველ 20 წუთში ერთხელ ის კავშირზე გადის მმართველ სერვერთან, გზავნის სტატისტიკურ ინფორმაციას და ამოწმებს საკუთარი და Google-ის სხვა პროდუქტების განახლებებს.

სიკეთის დიადი კორპორაციის თავგასულობა პიკს აღწევს, თითქოსდა მომხმარებლის კომპიუტერი მისი საკუთარი იყოს.

2012 წლის იანვარში ლარი პეიჯი საუბრობდა Google Chrome-ის 200 მილიონზე მეტ მომხმარებელზე. Flashback ახლოსაც არ გდია დასნებოვნებული კომპიუტერების რაოდენობით, ჟენია კასპერსკი წარბსაც არ ატოკებს.

მოდი აქვე ვნახოთ ოფიციალური ციტატა:

To uninstall Google Updater, you first have to uninstall other Google software on your computer. You can’t uninstall Google Updater while you have Google software on your computer because we need it there to keep your software up-to-date.

ჰო, პრინციპში ასეც იყო მოსალოდნელი, სერვისის ხელით წაშლა მოქმედებს Google-ის რომელიმე აპლიკაციის პირველ გაშვებამდე — სერვისი დაუყოვნებლივ დაყენდება ხელახლა და გაეშვება.

თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვა „კი მაგრამ, მერე რა მოხდა?“, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ყველა მწარმოებელი ასევე მოიქცევა. შედეგად თქვენს კომპიუტერში მუდმივად იქნება გაშვებული ყველა პროგრამის განახლების სერვისები.

მხიარული სურათია, არა? და თუ თქვენ კომპიუტერი ავტონომიურად გაქვთ, კვების გარეშე და ინტერნეტში GPRS-მოდემით გადიხართ ფოსტის შესამოწმებლად?

ამის გარდა, სერვისი მთლად ხარისხიანად არ არის დაწერილი და აკუმულატორს  ჭამს ქსელის არქონის დროს, ხელს უშლის მაკს ნორმალურად ჩაიძინოს და ყოველ 10 წამში სისტემურ ჟურნალში წერს შეტყობინებას:

(com.google.keystone.daemon) bootstrap_register() erroneously called instead of bootstrap_check_in(). Mach service: com.google.Keystone.Daemon

და მხოლოდ Google-ს ჰქონია თავი ის იუპიტერი, რომლისთვისაც ყველაფერი ნებადართულია.

წყარო: papasha.kiev.u

Tags: Mac
Previous Post

Samsung-მა საპროტესტო აქცია მოაწყო ავსტრალიურ Apple Store-თან

Next Post

Flashback ძარცვავს Google-ს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

ჩინეთში ქურდმა კბილებით დაღეჭა უსაფრთხოების კაბელი და Apple Store-ის ეკრანიდან პირდაპირ iPhone 14 Plus მოიპარა
სიახლეები

ჩინეთში ქურდმა კბილებით დაღეჭა უსაფრთხოების კაბელი და Apple Store-ის ეკრანიდან პირდაპირ iPhone 14 Plus მოიპარა

27/09/2023
5
აშშ-ს პოლიციამ AirTag-ის გამოყენებით მოპარული მანქანა იპოვა და ქურდი დააკავა
სიახლეები

აშშ-ს პოლიციამ AirTag-ის გამოყენებით მოპარული მანქანა იპოვა და ქურდი დააკავა

26/09/2023
14
Apple-მა დაიწყო განაცხადების მიღება iPhone Security Device Program-ისთვის iOS-ის დაუცველობის მოსაძებნად
სიახლეები

Apple-მა დაიწყო განაცხადების მიღება iPhone Security Device Program-ისთვის iOS-ის დაუცველობის მოსაძებნად

25/09/2023
122
WhatsApp macOS-ზე იღებს ახალ დიზაინს და მხარდაჭერას ჯგუფური ზარებისთვის
სიახლეები

WhatsApp macOS-ზე იღებს ახალ დიზაინს და მხარდაჭერას ჯგუფური ზარებისთვის

22/09/2023
36
სტივ ჯობსის მიერ დაწერილი Apple 1 ბროშურა 175000 დოლარად გაიყიდა
სიახლეები

სტივ ჯობსის მიერ დაწერილი Apple 1 ბროშურა 175000 დოლარად გაიყიდა

21/09/2023
46
ახალი USB-C კაბელები iPhone 15-დან იმუშავებს იმავე სიჩქარით, როგორც USB 2.0
სიახლეები

ახალი USB-C კაბელები iPhone 15-დან იმუშავებს იმავე სიჩქარით, როგორც USB 2.0

20/09/2023
25
Next Post
გუგლის მობილური ძებნის 2/3 iOS-ზე მოდის

Flashback ძარცვავს Google-ს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG