GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Kingston Wi-Drive — შიგთავსის გაზიარების ახალი გზა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
06/11/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
501
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თუ თქვენს აიპედზე, ან აიფონზე დისკური სივრცე შემოგაკლდათ, ხოლო წასაშლელად არაფერი გემეტებათ, შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი ვარიანტი, რომელიც ვფიქრობ, რომ დაგაინტერესებთ. ეს გახლავთ გარე მუდმივი მეხსიერება Kingston Wi-Drive, რომლის ძირითადი განმასხვავებელი მომენტი არის ამ დისკთან Wi-Fi-ს მეშვეობით დაკავშირება. იდეა ახალი არ არის, რათქმაუნდა, მაგრამ მოდი ჩვენ ამჯერად ეს კონკრეტული მოდელი განვიხილოთ.

გარეგნულად ხისტი დისკი სასიამოვნოდ გამოიყურება — გლუვი ზედაპირი, მორმგვალებული კუთხეები, ლოგო და მრავალფუნქციური ღილაკი გვერდითა წიბოზე — არაფერი ზედმეტი. ზომებით Kingston Wi-Drive iPhone-ს ჰგავს, თუმცა წონით გაცილებით ნაკლებია (თუ შევადარებთ iPhone 5-მდელ მოდელებს). ზომები შემდეგია: 121.5×61.8×9.8 მმ. მეხსიერების მოცულობა 16-დან 64 გბაიტამდეა.

კომპლექტში შედის USB-კაბელი, Mac, ან PC-კომპიუტერთან მისაერთებლად, მომცრო ზომის სახელმძღვანელო. მოწყობილობის დამუხტვა USB-პორტიდან ხდება.

მოდი ახლა მისი პრაქტიკული გამოყენების ნაწილზეც გადავიდეთ. Wi-Drive შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი USB-დისკი, თუმცა მისი მთავარი ხიბლი მაინც სხვა რამეშია. ჩართვის შემდეგ Wi-Drive ქმნის საკუთარ Wi-Fi ქსელს, რომელთანაც მიერთება შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობიდან, წინასწარ ამ მოწყობილობაში სპეციალური აპლიკაციის დაყენების შემდეგ.

ერთდროულად შესაძებელია სამი მომხმარებლის მიერთება, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მეგობრებს, ან ოჯახის წევრებს გაუზიაროთ სასურველი შიგთავსი. იმისათვის, რომ უცხო არავინ მიუერთდეს ამ ქსელს, შეგიძლია პაროლი დაადოთ და ამით დაიცვათ.

აპლიკაციას, რომელიც App Store-იდან ყენდება თქვენს მოწყობილობაში, შეუძლია შემდეგი ტიპის ფაილების აღქმა:

აუდიო: aac, mp3, wav
ვიდეო: m4v, mp4, mov
გამოსახულება: bmp, jpeg, jpg, png

იმ შემთხვევაში, თუ ფაილის ფორმატი უცნობია, აპლიკაცია შემოგთავაზებთ მის გახსნას თქვენს მოწყობილობაზე არსებული სხვა რაიმე აპლიკაციით. საერთო ჯამში Wi-Drive-ის აპლიკაცია თავის ფუქნციებს კარგად ასრულებს.

დასკვნა ამ მიმოხილვისა შემდეგია. Kingston Wi-Drive შეგვიძლია ვურჩიოთ iOS და Android-მოწყოილობების მფლობელებს, როგორც მეხსიერების გაფართოების ხელმისაწვდომი საშუალება. ზომები და წონა იმის საშუალებას იძლევა, რომ უპრობლემოდ ვატაროთ ჩანთით, ან თუნდაც ჯიბით. ერთი დამუტვით მოწყობილობა 4 საათი მუშაობს, რაც ფილმის საყურებლად სრულიად საკმარისია. ერთადერთი მინუსი, რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, არის ფაილების სისტემა FAT32, რაც ფაილის ზომაზე მკაცრს ლიმიტს აწესებს 4 გბაიტის ფარგლებში.

Tags: iOSiPhoneMac
Previous Post

მეოთხე თაობის iPad-ის შესახებ

Next Post

სამი მილიონი ახალი iPad სამ დღეში — Apple აორმაგებს გაყიდვებს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს
სიახლეები

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

22/06/2022
75
iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს
სიახლეები

iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს

16/06/2022
447
iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება
სიახლეები

iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება

14/06/2022
207
Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა
სიახლეები

Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა

08/06/2022
93
ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით
სიახლეები

ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით

04/06/2022
454
iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
334
Next Post
iPad mini და iPad 4 — ღირს, თუ არა მათზე გადასვლა?

სამი მილიონი ახალი iPad სამ დღეში — Apple აორმაგებს გაყიდვებს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG