მეოცე საუკუნე ტრადიციულად ტექნოლოგიების განვითარების საუკუნედ ითვლება. მათ შორის 70-იანი წლები სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამდეროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩამოყალიბების ეპოქად. რათქმაუნდა, Apple-ის ხვედრითი წილი ამ განვითარებაში უდავოა.
კომპანია Apple-ის ისტორია ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინათ დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა, ორმა სტივმა (სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი) გადაწყვიტა დაეარსებინათ საკუტარი კომპანია, რომელიც კომპიუტერების წარმოებითა და გაყიდვით იქნებოდა დაკავებული. ოფიციალური დოკუმენტაციით კომპანიის დაფუძნება 1976 წლის 1 აპრილს მოხდა.
არსებობს რამოდენიმე ვერსია ისეთი უცნაური სახელისა, როგორიც დაარქვეს კომპანიას. ყველაზე ცნობილი ვერსიით, დამფუძნებლებმა ვერაფით მოიფიქრეს რაიმე ნორმალური სახელი და გაბრაზებულმა ჯობსმა განაცხადა: თუ დილამდე არ იქნებოდა რაიმე მოფოქრებული, ის კომპანიას სახელად დაარქმევდა ვაშლს. როგორც ცნობილია, ვაშლი სტივ ჯობსის საყვარელი ხილი იყო. ასეც მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნოლბილი ბრენდის სახელი ჯობსის საყვარელი ხილის სახელიდან მომდინარეობს. ამის გარდა, სახელი Apple უფრო წინ დგას მისამართა წიგნში, ვიდრე Atari, რომლის გადასწრების სურვილი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო.
სწორედ 1976 ბაზარზე გამოჩნდა ხელით აწყობილი პირველი მოდელი Apple I. წარმოების ათი თვის განმავლობაში შექიმნა 175 ეგზემპლარი, საცალო ფასი – 666,66 დოლარი.
1977 წლის თებერვალში კომპანია Apple-ის პირველი პრეზიდენტი ხდება მაიკლ სკოტი. წინ გადადგმული შესამჩნევ ნაბიჯად შეგვიძლია ცავთვალოთ Apple II-ის გამოშვება ამავე წლის აპრილში. ეს გახლდათ პირველი პერსონალური კომპიუტერი ფერადი გრაფიკის მატარებელი ეკრანით. ეკრანზე რამოდენიმე ფერის გამოტანის შესაძლებელობა, ხმასთან მუშაობის შესაძლებლობა, ჩადგმული ხმამაღლამოლაპარაკე შესამჩნევად გამოარცევდა ამ მოდელს კონკურენტების მიერ შექმნილი კომპიუტერებისაგან. ელექტრონული ნაწილი ჩამონტაჟებული იყო სპეციალურად შექმნილ პლასტიკატის ერთიან კორპუსში. იმავე პერიოდის სიახლე აგრეთვე ახალი ლოგო – მოკბეჩილი, ცისარტყელას ფერებით გაფერადებული ვაშლი. ამ ლოგოს ავტორი ცნობილი სარეკლამო სააგენტო Regis McKenna გახლდათ.
კომპანია სწრაფად იზრდებოდა. მალე, 1980 წელს, მის კედლებში უკვე რამოდენიმე ათასი ადამიანი მუშაობდა და მისი პროდუქცია უკვე აშშ-ს ფარგლებ გარეთაც იყიდებოდა. კომპანიაში მოვიდნენ ახალი ინვესტორები, სერიოზული და გამოცდილი მმართველები. კომპანია სულ უფრო ემსგავსებოდა მონსტრს.
ამასობაში, კომპანიის პორდუქციამ მსოფლიოში ნამდვილი რევოლუცია განახორციელა, შეცვალა ძალთა გადანაწილება და საფუძველი ჩაუყარა არაჩვეულებრივ მომავალს. კორპორტატიული კედლებიდან გამოთვლითი ტექნიკა გარეთ გამოიჭრა და ასობით ათასმა მეოცნებემ შესაძლებლობა მიიღო გამოეყენებინა თვითგამოსახვის მძლავრი იარაღი.
Apple I და Apple II მთლიანად სტივ ვოზნიაკის შექმნილია. შესაძლოა, მსოფლიოში მოიძებნება არაერთი ასეული გამოგონება, მაგრამ სწორედ სტივ ჯობსმა გახადა შესაძლებელი გამოთვლითი ტექნიკის ფართო მასებში დანერგვა.
Apple-ისა და კომპიუტერეული ტექნიკის ისტორია ძლიერ დაკავშირებულია ერთ ადამიანთან, სტივ ჯობსთან. ჯობსი — სანდომიანობა, დესპოტიზმი, მარკეტინგული გენია, გრანდიოზული წარუმატებლობები, მწარე იმედგაცრუებები და ამასთან ერთად, ყველა ძლიერი და პროდუქტიული გუნდი, რომელიც ოდესმე ვინმეს ყოლია.
1980 წლის 19 მაისს ანაჰეიმში, კალიფორნიის შტატი, Apple-მა წარმოადგინა თავისი წარუმატებელი პროდუქტი — Apple III.
ახალი კომპიუტერი 4500-დან 7800 დოლარამდე ჯდებოდა, გამომდინარე კონფიგურაციიდან, აღჭურვილი იყო სწრაფი პროცესორით Synertek 6502A, 2 მჰც ტაქტური სიხშირით. ეს იყო პრინციპიალურად ახალი კომპიუტერი, კომპანიის პირველი მცდელობა ახალი გზით ევლო ტექნოლოგიებში. ქაღალდზე ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში…
თუ Apple I და Apple II ვოზნიაკის გენიის ნაყოფია, Apple III-ზე ინჟინრების მთელი გუნდი მუშაობდა, სტივ ჯობსის მეთაურობით. ახალი მოდელის გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო. 1980 წლის ოქტომბერში გასაგები გახდა, რომ მოდელი მზად არ იყო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ჯობსი კატეგორიულად მოითხოვდა ამას, რათა საშობაო გაყიდვებისათვის მოესწრო.
Apple III ნოემბერში გამოუშვეს და გასაგები გახდა, რომ ის არ იყო მზად გაყიდვებისათვის. ეს ჩავარდნა იყო. როდესაც 1981 წლის მარტში როგორც იქნა მოხერხდა მასიური მიწოდების მოწესრიგება, 20% წუნდებული ბრუნდებოდა ქარხნებში.
სამი წლის განმავლობაში Apple III განიცდიდა მოდიფიკაციებს, მაგრამ ამ კომპიუტერმა ვერ დაიმსახურა მომხმარებელთა აღიარება. როდესაც მისი გამოშვება შეწყდა, 1983 წლის დეკემბერში, გაყიდული იყო სულ 75 000 ცალი, ხოლო Apple II-ის გაყიდვები 1 300 000 იყო.
1979 წლის მაისში Apple-ის თანამშრომელმა, ჯეფ რასკინმა მუშაობა დაიწყო ახალი ტიპის კომპიუტერზე, რომლის როგორც ელექტრონული ნაწილი, ასევე ეკრანიც ერთიან კორპუსში იქნებოდა ჩასმული. კომპიუტერი გათვლილი უნდა ყოფილიყო რიგით მომხმარებელზე. სწორედ აქედან შეგვიძლია დავიწყოთ ლეგენდარული Macintosh-ების ხანის ათვლა.
1983 წელს Apple უშვებს თავის კიდევ ერთ ახალ მოდელს, Lisa-ს – პირველ პესონალურ კომპიუტერს გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისით. კომპიუტერის სახელი ლიზა სტივ ჯობსის შვილის საპატივსაცემლოდ იქნა შერჩეული, თუმცა აგრეთვე აბრევიატურაც გახლდათ – Local Integrated System Architecture. მაგრამ საკმაოდ მაღალი ფასის (9999 დოლარი) და პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდული ნაკრების გამო, ამ მოდელმა დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა. მართალია კომერციული თვალსაზრისით Lisa სრული ჩავარდნა იყო, მაგრამ მის გამოჩენას უკვალოდ არ ჩაუვლია – მასში გამოყენებულ საოპერაციო სისტემას Lisa 7/7-ს ჰქონდა ფანჯრები, გაცვლის ბუფერი, რომელიც სხვადასხვა აპლიკაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას იძლეოდა და სხვა მრავალი სიახლე.
რით იყო გამოწვეული ეფლის სურვილი, გამოეშვა ეს მოდელი? პასუხი გახლავთ ერთი — Xerox.
1970 წელს კომპანია Xerox-მა შექმნა Palo Alto Research Center, სადაც შეკრიბა საუკეთესო სპეციალისტები საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში და დასვა მათ წინაშე გრანდიოზული ამოცანა: მომავლის ტექნოლოგიების შექმნა. 1973 წელს ამ ცენტრში შეიქმნა სისტემა Xerox Alto, სხვადასხვა კომპიუტერეული ტექნოლოგიების პირველი რეალიზაცია. ეს იყო პერსონალური კომპიუტერი (იმ გაგებით, რომ ამ მოწყობილობით სარგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო), რომელიც Ethernet-ის საშუალებით უკავშირდებოდა სხვა მის მსგავს კომპიუტერებს. მას ჰქონდა გარფიკული ინტერფეისი, მაუსი და სხვა გემრიელობები.
1979 წელს სტივ ჯობსმა ბილ ატკინსონთან ერთად მოინახულა Xerox-ის ლაბორატორიები და მომანტარულად ჩაწვდა გარფიკული ინტერფეისის იდეას.
არსებობს (და ფართოდაც არის გავრცელებული) იდეა, რომლის მიხედვითაც Apple-მა მოიპარა Xerox-ის გრაფიკული ინტერფეისი — სინამდვილეში Apple-მა მხოლოდ რამდენიმე საერთო პრინციპი გამოიყენა გრაფიკული ინტერფეისის თავის ვერსიაში. არანაირი საწყისი კოდების, ან ნახაზების მოპარვას ფაქტი არ ჰქონია.
დაინახეს რა Xerox-ის თანამშრომლებმა, რომ მათი იდეები საკუთარ კომპანიაში არავის სჭირდება, ხოლო უცხო კომპანია შესანიშანვად ახოირციელებს მათ ხორცშესხმას, 15 მათგანი სამუშაოდ Apple-ში გადავიდა და დიდი ხალისით ჩაერთვნენ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისის შემშავებაში.
1981 წელს მარკულამ ჯობსი გადააყენა პროექტის Lisa ხელმძღვანელობიდან. ამის მიზეზი Apple III-ის წარუმატებლობა გახლდათ. ალბათ უკვე გასაგებია, თუ როგორ მიიღო ეს ფაქტი ამბიციურმა და ეერგიულმა ჯობსმა. როგორც ჩანს, მან გაითვალისწინა დაშვებული შეცდომები, როდესაც ახალ პროექტზე, „მაკინტოშზე“ დაიწყო მუშაობა. ახალი კომპიუტერის ფასი სულ 500 დოლარი უნდა ყოფილიყო და მოიაზრებოდა, როგორც „Lisa-ს უმცროსი ძმა“.
თავისი სულ პირველი Macintosh-კომპიუტერი Apple-მა 1984 წლის 22 იანვარს წარმოადგინა. სარეკლამო რგოლს აგრეთვე ერქვა „1984“, ჯორჯ ორუელის ცნობილი წიგნის სიუჟეტიდან გამომდინარე. ამ ვიდეო-რგოლს ათწლეულის საუკეთესო რგოლის სახელი მიენიჭა, კანის ფესტივალზე გრან-პრი აიღო და დღემდე სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ რგოლად ითვლება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ვიდეო-რგოლის რეჟისორი რიდლი სკოტი გახლავთ.
Apple-ის ახალი კომპიუტერის გამოსვლა პერსონალური კომპიუტერების მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. Macintosh-ის გამოსვლით ძირეულად შეიცვალა ადამიანთა წარმოდგენა კომპიუტერებზე, საფუძველი ჩაეყარა იმ ფუნდამენტს, რომელზე დაყრდნობითაც გზას იკვალავდნენ მომავალში სხვა კომპიუტერეული კომპანიები. ამავე წლის სექტემბერში Apple-მა დაიწყო Macintosh-ის გაუმჯობესებული მოდელის, Macintosh 512K-ის გაყიდვა 2495 დოლარად.
გადიოდა წლები, კომპიუტერული ინდუსტრია რათქმაუნდა არ დარჩენილა ერთ ადგილზე. Macintosh-ის არსებობის პერიოდში ვითარდებოდა მისი საოპერაციო სისტემაც (Mac System Software). ანუ, ფართოვდებოდა მისი შესაძლებლობები, იცვლებოდა ცალკეული ელემენტები და ინერგებოდა ახალი ტექნოლოგიები. როდესაც ამ საოპერაციო სისტემის პირველი ვერსია გამოვიდა 1984 წელს, თავის დროისთვის ის წინ უსწრებდა კონკურენტებს და პროგრამირების სრულყოფილებას წარმოადგენდა.
ჯობსი სრულიად მართებულად თვლიდა, რომ ახალი კომპიუტერის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფა. სტივ ჯობსი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მრავალ კომპანიასთან, მათ შორის Microsoft-თან. ფაქტიურად გაყიდვების დაწყებისას Macintosh-ს შეეძლო დაეტრაბახა უნიკლაური პროგრამული პაკეტებით. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს სათავეს Microsoft Office — ჩვენი დროის საოფისე დე-ფაქტო სტანდარტი.
დიზაინი, რომელსაც მოგვიანებით all-in-one დაერქვა, როდესაც სისტემური ბლოკი და მონიტორი ერთ კორპუსშია განთავსებული, კომპიუტერი ძალიან მცირე ადგილს იკავებდა მაგიდაზე. ამავდროულად კომპიუტერს არ ჰქონდა არც მყარი დისკი და არც გარე მოწყობილობების მიერთება იყო შესაძლებელი. 128 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება არ იძლეოდა დიდი ზომის ფაილების შექმნის შესაძლებლობას. ასევე უცნაურად გამოიყურებოდა 3.5 დუიმიანი მოქნილი დისკწამყავნი, მაშნ როდესაც იმ პერიოდში 5.25 დუიმიანი დისკწამყვანები უფრო გავრცელებული იყო.
ოხმოციანი წლების შუაგული Apple-ისათვის ფრიად წარუმატებელი გამოდგა. გაყიდვები მცირდებოდა, ძირითადი მყი���ველები — დეველოპერები და საუნივერსიტეტო ასოციაციები იყვნენ. შედეგად, 1985 წლის 17 სექტემბერს შიდა განხეთქილების გამო სტივ ჯობსმა დატოვა კომპანია. ხოლო Apple-ის ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდა IBM PC-კლონების გამოშვებაზე.
მაგრამ Apple-ის პროდუქციის მაღალმა რეპუტაციამ შესაძლებლობა მისცა კომპანიას შეენარჩუნება თავისი პირვანდელი მდგომარეობა. 1985 წელს Microsoft-მა შექმნა საკუთარი ელექტონული ცხრილების პროგრამა, Excel for Macintosh. PC ვერსია მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე. Macintosh-ის პროგრამებმა, Aldus PageMaker-მა და LaserWriter-მა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს საგამომცელო საქმეში, რითაც უზრუნველჰყვეს Apple-ის პროდუქციის მუდმივი რეალიზაცია ბაზრის ამ სექტორში.
Apple-ის ახალი პროდუქტი Macintosh Plus — პირველი კომპიუტერი გახლდათ SCSI-ინტერფეისით. ამიერიდან ამ პორტის არსებობა სტანდარტული ხდება Mac-კომპიუტერებისათვის. 1986 წელს საოპერაციო სისტემაში ემატება იეროგლიფების მხარდაჭერა და შესაბამისად იწყება აზიური ბაზრების დაპყრობა.
1987 წელს გაყიდვაში გამოვიდა Macintosh 2. დეველოპერებმა უარყვეს all-on-line პრინციპი და კორპუსში უზრუნველყვეს გაფართოების 6 სლოტის მხარდაჭერა. 1989 წელს Apple-მა იმამზე მეტი კომპიუტერი გაყიდა, ვიდრე IBM-მა, მისმა ახალმა მოდელებმა სამრეწველო სფეროსა და კვლევითი ცენტრების ყურადღება მიიპყრეს. 1990 წელს ბაზარზე გამოდის Macintosh 2fx — თავისი დროის ყველაზე სწრაფი პერსონალური კომპიუტერი და ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებულიც — 10 000 დოლარი.
…
წლიდან წლამდე Apple სულ უფრო მეტად იბრუნებს კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაზრის ლიდერის სტატუსს. ტელეფონმა რევოლუციური ინტერფეისით (რათქმაუნდა iPhone-ზე მაქვს საუბარი) გვიჩვენა, რომ კომპანიის გენიალურ ინჟინრებს შეუძლიათ ჩვენი გაოცება.