2020 წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშების შემდეგ, ტიმ კუკმა ინვესტორების კითხვებს უპასუხა.
კუკს ჰკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ახალი მოწყობილობები პანდემიაში. მან განაცხადა რომ ახალი მოწყობილობების შექმნის პროცესი არ შეჩერდება, რადგან მათი თანამშრომლები დისტანციურ რეჯიმში მუშაობას შეჩვეულები არიან.
„ჩვენ ისევ ვაგრძელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ რომ ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით გამოგვეშვა: iPhone SE, iPad Pro, Magic Keyboard-ი და MacBook Air-ი.
ბიზნესი გრძელდება და ახალი პროდუქტები ჩვენი სიცოცხლის ძალაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას!
უკვე თავად ნახეთ რა შედეგი მივიღეთ ამ კვარტალში. კარგად გვესმის რომ ჩვენს მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები სჭირდებათ. დღეს ისინი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“
ტიმ კუკი — Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი
კუკმა ასევე დასძინა, რომ პანდემიის შემდეგ, Apple-მა შესაძლოა გარკვეული სამუშაოების შესრულება დისტანციურად განაგრძოს. [9to5Mac]