GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ყველაფერში დამნაშავე Google-ია

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
06/07/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
565
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამ სტატიის სათაური ორიგინალში სხვანაირად ჟღერდა: „გაბრაზდით Apple-ზე Galaxy Nexus-ის გაყიდვების აკრძალვის გამო, მაგრამ უფრო მეტად გაბრაზდით Google-ზე“, მაგრამ ჩავთვალე, რომ ძალიან გრძელია და ცოტათი შევცვალე. დანარჩენზე დიდხანს არ შევჩერდები, თვითონ განსაჯეთ.

თუ თქვენ თვალს არ ადევნებდით მსოფლიო საპატენტო ომს ამ ბოლო დროის განმავლობაში, მაშინ გეტყვით, რომ Apple-მა წარმატებით დაარწმუნა აშშ-ს სასამართლო დაეწესებინა Samsung Galaxy Nexus-ის გაყიდვებზე აკრძალვა, შესაბამისად ამ პროდუქტს თქვენ ვერ იხილავთ ვერც ონლაინ მაღაზიაში და ვერც საცალოში. Google რათქმაუნდა მუშაობს ამ საკითხის მოსაგვარებლად, კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის განსაახლებლად, რაც დაიცავს მისი საძიებო ინტერფეისის იმ ნაწილს, რომელიც არღვევს Siri-ს პატენტებს, თუმცა ალბათ ჯობდა, რომ Google-ს გამოეშვა განახლება, პროდუქტი დაეტოვებინა მაღაზიებში და Apple-ისათვის გადაეხადა ჯარიმის თანხა. ამ შემთხვევაში დაზარალებული მარტო Google იქნებოდა და არა მომხმარებლები.

ჰო, ამიერიდან Android-ის მრავალ ფანატს სძულს Apple ამ აკრძალვის გამო. ისინი ამტკიცებენ, რომ Apple იმის მაგივრად, რომ ინოვაციებით იყოს დაკავებული, სასამართლოში დარბის საქმეების გასარჩევად. Apple აკეთებს ერთსაც და მეორესაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორომტრიალში ფანატები ერთ რამეს ვერ ამჩნევენ, ფრიად მნიშვნელოვანს:

Android-ის მრავალი პრობლემა — Google-ის ბრალია.

რათქმაუნდა, ძალიან ადვილია ყველაფერში Apple-ის, Microsoft-ის, Oracle-ის და სხვების დადანაშაულება. ისინი — გიგანტური კორპორაციებია, ფულზე დახარბებული. და ეს ნორმალურია, რამე რომ იყოს.

მაგრამ Google — ზუსტად ისეთივეა.

გულზე ხელის დადებით, მე გაოცებული ვარ, რომ Android-ის ფანატები არ არიან გაბრაზებულნი Googleზ-ზე.

თუ არ მივაქცევთ ყურადღებას უკვე კლიშედ ქცეულ „don’t be evil“, Google სისტემატიურად და უგუნურად ახდენდა სხვების ინტელექტუალური საკუთრების ფეხებზე დაკიდების დემონსტრირებას — უზარმაზარი კორპორაციებიდან კერძო პირებამდე — ეს თითქმის ზიზღამდეა უკვე მისული მისი მხრიდან.

და მართალია ბოლო-ბოლო სასამართლომ შესაძლოა Google გაამართლოს, არა არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ Google-მა არ დადო სალიცენზიო ხელშეკრულება Sun-თან Java-სთან დაკავშირებით. პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ მათ არ გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი, რომ არ დარჩებულიყო არაკორექტულობის თუნდაც მისხალი.

ზუსტად ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ერიკ შმიდტი Apple-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო თავის დროზე, Google-ს არა აქვს არანაირი გამართლება იმაში, რომ მათ არ გააკეთეს ყველაფერი შესაძებელი, რომ თავიდან აეცილებინათ iPhone-ის პატენტების თუნდაც შემთხვევითი ხელყოფა Android-ის Blackberry–ის მსგავსი ნაგავიდან iPhone-ისებურ მოწყობილობად გადაქცევამდე. ეს უბრალოდ ჭკვიანური იქნებოდა.

Google — აღარ არის ბიჭუნების ჯგუფი და მათ აღარ აქვთ გამართლება, როდესაც ასეთი ძლიერი და დიდი კომპანია ამგვარად იქცევა კვლავ და კვლავ.

იმასაც რომ დავეთანხმოთ, რომ პატენტები — სისულელეა და გადავყრით ყველა ამ პატენტს, რომლებსაც Android არღვევს, ძალიან ძნელია გადავყაროთ — წიგნების მოპარვა, Skyhook-იდან პარტნიორების განდევნა, Wi-Fi მონაცემების მითვისება, პირადი ინფორმაციის დაცვის უგულებელყოფა Buzz-ში, FRAND-პატენტებით კონკურენეტბზე ზეწოლა და ა.შ. ყველაფერი ეს შეშფოთებას იწვევს.

ჰო, ცუდია, როდესაც Android-ის მომხმარებლებს ართმევენ იმის უფლებას, რომ შეიძნონ სასურველი პროდუქტი. Android-ის ფანატებიც ცოდონი არიან, რამეთუ Apple-ს არ სურს პატენტების ლიცენზირება, რაც მოწყობილობის ფასს გაზრდის, არამედ აიძულებს მოწყობილობიდან ამოიღონ გემრიელობები, რათა ის ნაკლებ მიმზიდეველი გახდეს. ზუსტად ასევე არავის შეუძლია თქვენ გაიძულოთ გააქირავოთ საკუთარი ავტომობილი, ასევე ვერავინ აიძულებს Apple-ს გასცეს არა-FRAND პატენტი.

ჰო, ასეთი კვერცხობაა. მაგრამ Google-მაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ამ კვერცხობაზე. სხვა შემთხვევაში ის უძლურია რაიმე მოიმოქმედოს და ჩვენ არ გვინდა ასეთი Google ბაზარზე.

Android-ის მწარმოებლები, საცალო ვაჭრობა, მომხმარებლები და ა.შ. იმსახურებენ სწორ ლიცენზირებას.

კარგი, განაგრძეთ Apple-ის შეძულება. მაგრამ თუ თქვენ მართლა გიყვართ Android, ასევე გაბრაზდით Google-ზეც.

წყარო: imore.com

Tags: iPhone
Previous Post

Samsung და Google ერთიანდებიან Apple-ის წინააღმდეგ

Next Post

Microsoft-ის კრახი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს
სიახლეები

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

22/06/2022
75
iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს
სიახლეები

iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს

16/06/2022
447
iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება
სიახლეები

iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება

14/06/2022
207
Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა
სიახლეები

Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა

08/06/2022
93
ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით
სიახლეები

ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით

04/06/2022
454
iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
334
Next Post
Apple-ის მაღაზია Microsoft-ის ლოგოთი

Microsoft-ის კრახი

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG