iPad mini-ზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მის თემას ამ დღეებში კვლავ დავუბრუნდებით. მოდი ახლა მის უფროს ძმაზე ვისაუბროთ, ანუ მეოთხე თაობის iPad-ზე. უცხოური გამოცემების iT-ჟურნალისტებმა მოგვითხრეს, თუ რას ფიქრობენ ამ ახალ მოწყობილობაზე. მათ, ჩვენგან განსხვავებით, აქვთ იმის ბედნიერება, რომ ტექნიკის სიახლეებთან უსწრაფესი წვდომა ჰქონდეთ უშუალოდ ამ სიახლეების წარმოდგენისას.
iPad mini-საგან განსხვავებით, უფროსი მოდელი ზედმეტი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე იქნა მიღებული. აი გაოცება კი ნამდვილად გამოიწვია ამ მოწყობილობის ანონსმა. სიახლე უფრო მძლავრია, ვიდრე წინამორბედი, კამერაც უკეთესი აქვს. შესაბამისად, iPad 4Gen შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც iPad 3S, ანუ ძირეული სიახლეების გარეშე. დიახ, ახალი პროცესორი, ორჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე წინა მოდელში, ახალი ტიპის კაბელი და მობილური ქსელების გაუმჯობესებული მოდული. მაგრამ მოდი ვნახოთ, თუ ამბობენ მასზე ისინი, ვინც უკვე შეძლო და ხელით შეეხო ახალი თაობის აიპედს.
დევიდ პირსი, The Verge-იდან და ტიმ სტივენსი Engadget-იდან:
iPad-ის მეოთხე თაობა საუკეთესოდ გვიჩვენებს ევოლუციურ განვითარებას: Apple-მა გააუმჯობესა ძირეული კომპონენტები, მაგრამ საუბარი არ არის რევოლუციურ სიახლეებზე. მეოთხე თაობის უპირატესობა მესამეზე უფრო კარგად გამოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რესურსების მომთხოვნი აპლიკაციების ადაპტაცია მოხდება ამ ახალი პროცესორისათვის, ხოლო Lightning-ფოსოსათვის უფრო მეტი აქსესუარი გაჩნდება.
გსურთ პროგრესის მოწინავე ხაზზე იყოთ? მაშინ ნამდვილად ღირს ამ ახალ მოდელზე გადასვლა. არა? მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მესამე თაობის iPad კვლავაც მშვენივრად მოგემსახურებათ. ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც.
დევიდ პირსი, The Verge
პირსმა ახალი მოდელი შეაფასა 9.3 ქულით 10 შესაძლოდან — ეს ფრიად მაღალი შეფასებაა — ანალოგიური შეფასება მიიღო წინამორბედმა გაზაფხულზე. ჟურნალისტის სიტყვებით, ექსპლუატაციაში მოწყობილობა იდენტურია მესამე თაობის აიპედისა.სხვაობა იგრძნობა აპლიკაციების გაშვების სისწრაფეში და რათქმაუნდა თამაშებში.
ტიმ სტივენსი სიახლეს უფრო ენერგიულად მიუდგა.
ორჯერ უფრო სწრაფი და უკეთესი ავტონომიურობის კოეფიციენტით (11 საათი მუშაობს 10-ის ნაცვლად), მაგრამ იგივე ფასად. ახალი iPad — ნამდვილად ჰიტია ყველა გაგებით. მათ, ვინც ადრე შეიძინეს მესამე თაობის მოდელი, ცოტა იმედგაცრულებულები დარჩებიან, მაგრამ მათ ვეტყვი, რომ სამყარო წინ მიიწევს და დროა ახალ ნავში გადახვიდეთ.
ახალი iPad — საუკეთესო 10 დუიმიანი პლანშეტია ბაზარზე. მოწყობილობა იმდენად კარგია, რომ გამართლებულია დროში ასეთი სწრაფი განახლება.
ტიმ სტივენსი , Engadget
მოდი ახლა თვალი გადავავლოთ იმ ტესტებს, რომლებიც ამ ახალ მოწყობილობას ჩაუტარეს და გავიგოთ, თუ რა სისწრაფის გამოწურვა შეგვიძლია მისგან.
iPhone 5-ის გრაფიკული სისტემა სამბირთვიანია, აქ — ოთხბირთვიანი. ოპერატიული მეხსიერება — 1 გბაიტი, ანუ იგივე დარჩა. ახლა ვნახოთ, ბევრია, თუ ცოტა Geekbench: 1757. მოდი შევხედოთ შემდეგ გრაფიკს, ყველაფერი ნათელი გახდება:
შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულიდან შემდეგი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ: iPad 4 არაჩვეულებრივი შენაძენი გახდება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია პლანშეტი. მესამე თაობის აიპედის მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ. ხოლო ვისაც ხელს არ უშლის iPad 2-ის ეკრანის გარჩევადობა, შეუძლიათ iPad mini შეიძნონ.