როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ღამე Apple-მა iOS 11.2.5 — საბოლოო ვერსია გამოუშვა.
განახლებაში ყურადღება გამახვილებულია შეცდომების გამოსწორებასა და სისტემის სტაბილურად მუშაობაზე. გარდა ამისა, როგორც ყოველთვის განახლება მოიცავს მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვის სისტემის გაძლიერებას.
დამატებულია:
- HomePod-ის მხარდაჭერა;
- დაფიქსირებულია შეცდომა ზარების ინფორმაციზე;
- AirPods-ის მხარდაჭერა VoiceOver-ს;
განახლება მოიცავს დაახლოებით 200-დან 400 მეგაბიტამდე.
მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია iPhone-ში მხოლოდ WiFi-ის საშუალებით, ან iTunes-ის დახმარებით.