გახსოვთ სლოგანი „There’s an App for That“? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მან განსაზღვრა მობილური ბაზრის განვითარება 2008 წლიდან. რასაკვირველია, მაშინ აპლიკაცია ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებათ აღიქმებოდა. როგორც წვიმის შემდეგ სოკოები, ისე ჩნდებოდნენ აპლიკაციის დაწერის ხელსაწყოები. გაჩნდა სარეკლამო ბაზარიც. თვით პაწია რესტორანსაც კი ჰოქნდა საკუთარი მენიუ-აპლიკაცია (საქართველოზე საუბარი არ არის, სამწუხაროდ).
2008 წელს App Store-ის გახსნასთან ერთად, კომპანია ეფლი პირველი იყო, ვინც პოპულარიზაცია გაუწია ლამაზად შეფუთული, ტელეფონზე ადვილად გადმოსაწერი აპლიკაციების იდეას. მიუხედავათ ამისა, პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრალიზებული მიწოდების იდეა ახალი არ არის. მრავალ პორტატულ და სამაგიდე მოწყობილობას უკვე ჰქონდა აპლიკაციების საკუთარი მაღაზიები, App Store-მდე მრავალი წლით ადრე. მიზეზი, რის გამოც ეფლმა შეძლო მათი წარმატების გამეორება, დროისა და ტექნოლოგიების წარმატებული შეხამებაა. 2008 წელს iOS (მაშინ ჯერ კიდევ „iPhone OS“) პლათფრომას ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველყო 3G ქსელთან წვდომა, კარგად დოკუმენტირებული ხელსწყოები, ლამაზი გრაფიკა და რაც ყველაზე მთავარია, მხარდაჭერა ტექნოლოგიური გიგანტისაგან. შესაბამისად აპლიკაციების დაწერას აზრი ჰქონდა. ეს უახლესი შიგთავსის მიწოდების საუკეთესო გზა იყო.
ადამიანებს როგორც წესი, არ აღელვებთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მათ უბრალოდ სურთ ჩიტები ესროლონ ღორებს, ან ისხდნენ სოციალურ ქსელებში. კარგი აპლიკაციების ჩამოტვირთვისა და გაშვების შესაძლებლობა აიფონის გამარჯვების რეცეპტი იყო. მცირე დროში ანდროიდმაც მიბაძა ამ მაგალითს, შემდეგ სმარტფონები გაიაფდა, გამოთვლითი სიმძლავრე მრავალჯერ გაიზარდა და აპლიკაციების ბაზარი აყავავდა.
მაშინ რაშია პრობლემა?
სინამდვილეში პრობლემა არც არაფერშია. მაგრამ ჩვენ უკეთესის გაკეთება შეგვიძლია! თქვენ იკითხავთ: „რა, არსებობს ჩემი საყვარელი აპლიკაციის, რომელშიც ვირტუალაურად ვეტამასები ჩემს ფისუნიებს, გაუმჯობესების ხერხი?“ პასუხი მოკლეა: „დიახ“. საქმე იმაშია, რომ მობილური აპლიკაციები მოსახერხებელი ფორმატი გახდა სწრაფი ქსელისა და მძლავრი პორტატული პროცესორების კომბინაციით. მას შემდეგ ტექნოლგიები გაცილებით წინ წავიდა, ხოლო აპლიკაციების ბაზარი უზარმაზარი გახდა. ყველა სხვა თვის ტკივილთან ერთად, რომელიც დღეს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარს აქვს, არის ორი მნიშვნელოვანი — მიწოდება და შიგთავსთან წვდომა.
მიწოდება და შიგთავსთან წვდომა
ყოველ ადამიანს, რომელსაც აქვს სმარტოფნი, ერთხელ ��აინც განუცდია ეს: „ვა, უყურე შენ. ამ რესტორანში (მაღაზიაში და ა.შ.) ფასდაკლებაა, მაგრამ მათთვის, ვისაც მათი აპლიკაცია უყენია ტელეფონში“, ანდა „მოიცა, და მე უნდა დავაყენო აპლიკაცია მხოლოდ იმისათვის, თუ რა მომწერა მეგობარმა?“; ან ეს: „თქვენ ალბათ ნახეთ ამ პალიკაციის რეკლამა, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, მაგრამ ღირს კი მასში საფასურის, ან სააბონენტო გადასახადის გადახდა?“.
ეს პრობლემა ორ შემადგენელ ნაწილად უნდა გაიყოს. მოდი დავიწყოთ პირველით: მიწოდება. თანამედროვე მომხმარებელს ყურადღების კონცენტრაციის მოკლე ხანგძლივობა აქვს, ასევე მოთმინებაც. აპლიკაციის შეძენა და დაყენება, რაც ადრე ჯადოსნურ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, დრეს რუტინული ოპერაცია გახდა. ვერ დაიჯერებთ, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს დაბეჯითებით მიზეზს, თუ რატომ უნდა დააყენონ ახალი აპლიკაცია და რა ძალისხმევის დახარჯვა ხდება საჭირო, რათა აიძულოთ ისინი ეს გააკეთონ. უბრალოდ გაიხსენეთ, ერთი მეგობარი მაინც გეყოლებათ, რომელიც დღემდე კატეგორიულად წინააღმდეგია დააყენოს Facebook Meseenger (აბა თუ მაგრები ხართ, აიძულეთ). კომპანიებს სჭირდებათ შიგთავსის ადვილი მიწოდების გზები, იმდენად ადვილის, რმადენადაც ეს შესაძლებელია. მაგრამ აპლიკაციის ინსტალაციის დაყენების მზარდი წინააღმდეგობა გადაულახავ კედლად აღიმართება და ჭყალში ყრის მთელ პროცესს. ჩვენი სმარტოფნების ეკრანები ბრძოლის ველად იქცა — ყველა აპლიკაციას უნდა რომ პირველ ადგილზე იყოს!
მეორე პრობლემა, შიგთავსთან წვდომა ოდნავ უფრო რთულია, მაგრამ რამდენიმე IT-ჟურნალისტმა კარგად ჩამოაყალიბა წარსულში. მრავალი პოპულარული აპლიკაცია, როგორებიცაა Instagram და The Daily, თავიდან მხოლოდ აპლიკაციის სახით მიეწოდებოდა მომხმარებელს დახურული მობილური პლათფორმის ფარგლებში. თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოგეტვირთათ აპლიკაცია და დეგრეგისტრირებინათ ანგარიში, მაგალითად Instagram-ზე, რათა შეგძლებოდათ მეგობრების ფოტოების ნახვა. დარწმუნებული ვარ, ასეთი აპლიკაცია დღემდე უამრავია და ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ ფრიად სასარგებლო შიგთავსს, რომელიც მიუწვდომელია ძებნისათვის ჩვენს ბრაუზერში. ფარგმენტირებული ინტერნეტი, სადაც საინტერესო შიგთავსი ჩაკეტილია პროპრიეტარული პლათფრომის შიგნით — ეს ის ინტერნეტი არ არის, რომელიც ჩვენ გვიყვარს და ვიცით.
კავშირი აპლიკაციებსა და მათ ინდექსაციას შორის ცუდად მუშაობს
ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით პრობლემა, მოდი შევხედოთ არსებულ გადაწყვეტილებებს. ტერმინი „app linking“ ერთი შეხედვით უცნობი მოგეჩვენებათ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც YouTube-ის ბმულს აჭერთ სხვა აპლიკაციაში, იხსნება YouTube-ის მშობლიური აპლიკაცია ვიდეოს საჩვენებლად — სწორედ ეს არის კავშირი აპლიკაციებს შორის. Google, Apple და Facebook იყენებენ ამ ტექნოლოგიის სხვადასხვა ვარიანტებს. კავშირი აპლიკაციებს შორის საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სწორედ ის აპლიკაცია, რომელიც საუკეთესოდ წარმოგიდგენთ სასურველ შიგთავსს. ერთი შეხვედვით, ყველაფერი კარგად ჟღერს.
არსებული გადაწყვტილების მეორე ნაწილი, არის აპლიკაციების ინდექსაცია. Google-მა და Apple-მა გაითვალიწინეს ხერხები შიგთავსის მომწოდებლებისა და სხვა კომპანიებისათვის, საკუთარი შიგთავსის საძიებო სტრიქნოში მოსაძებნად, რაც დახურულ შიგთავსს საშუალებას აძლევს Google-სა და iOS-ის Spotlight-ში გამოჩნდეს.
ესეც რასაკვირველია შესანიშნავია! ერთი შეხედვით, ეს წყვეტს ჩვენს პრობლემებს შიგთავსის მიწოდებისა და წვდომადობის საკითხში. მომხმარებელი ეძებს რაიმეს, აპლიკაცია აჩვენებს თავის შიგთავსს ძებნის შედეგებში, მომხმარებელი აწკაპუნებს ბმულზე და ღებულობს სასურველ ინფორმაციას აპლიკაციაში.
შესაძლოა, თქვენ აქ უკვე შენიშნეთ პრობლემა. რა გავაკეთოთ, თუ აპლიკაცია მხარს არ უჭერს მსგავს ინდექსაციას? აპლიკაციების ინდექსაცია თხოულობს შიგთავსის მომწოდებლისაგან დამატებით ძალისხმევას წვდომადობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად შიგთავსი მიუწვდომელია ინტერნეტში. აქამდე, იმისათვის, რომ შიგთავსი გამოჩენილიყო Google-ის საძიებო სისტემაში, დეველოპერებს მისი სარკისებური ვერსია უნდა დაედოთ ინტერნეტში — ვებ-ვერსია. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს აღნიშნულის გაკეთება. ხოლო მომხმარებლის მხრიდან რა ხდება? რა ხდება, როდესაც მას არა აქვს საჭირო აპლიაკცია ჩამოტვირთული? რა ხდება, როდესაც მას არ სურს ამ აპლიკაციის დაყენება მხოლოდ იმისათვის, რომ ერთი სტატია წაიკითხოს? ამ სიის გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ.
გაიხსენეთ ის დრო, როდესაც თქვენ ცდილობდით რაიმეს გადამოწმებას, ხოლო ამის სანაცვლოდ თქვენ გადაგამისართებდნენ აპლიკაციის ჩამოტვირთვაზე App Store-იდან, ან Google Play-დან. ეს მომაბეზრებელია! და ჰო, არავის არ სურს უცებ ახალი აპლიკაციის დაყენება, თანაც ერთჯერადი მოხმარებისათვის.
იქნებ საერთო არ მინდა ჩემი მოწყობილობის აპლიკაციებით გადატვირთვა. მე მსურს შიგთავსის მოხმარება და ასევე ამ შითავსის შექმნა! „კარგი, და რა გავაკეთოთ ამისათვის?“. უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ „აპლიკაციებზე“. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
აპლიკაციების ტრანსლაცია Google-ისაგან
კომპანია Google-ის შიგთავსის მიწოდებისა და წვდომადობის პრობლემისადმი მიდგომა ეყრდნობა აპლიკაციების იდენქსაციას და მათ შორის კავშირს. თუ დეველოპერი არ იშურებს ძალისხმევას, მომხმარებლები დაინახავენ საჭირო შიგთავსს Google-ის საძიებო შედეგებში. ეს შესანიშნავია Google-ისათვის, მისი ძებნის შედეგი ყოველთვის აქტუალური და რელევანტური იქნება. მაგრამ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ან ინდოეთი, სადაც მობილური ტელეფონი პირველი და ერთადერთი კომპიუტერია მილიონობით ადამიანისათვის და მობილური შიგთავსი ერთადერთი მთავარი — ფრაზა „ყველაფერი, რასაც ეძებთ Google-ის საძიებო სისტემაშია“, სრულიად კარგავს აქტუალურობას.
რამოდენიმე თვის წინ Google-მა გვიჩვენა შთამბეჭდავი ტექნოლოგია, რომლებმაც დიდი ინტერესი არ გამოიწვია — აპლიკაციის ტრანსლაცია (Google App Streaming). ტექნოლოგიის დასახელება შეესაბამება მუშაობის არსს: იმის ნაცვლად, რომ დააყენოთ ესა თუ ის აპლიკაცია ჩვეული ხერხებით, შიგთავსზე გადამყვან ბმულზე დაწკაპუნების შემდგომ მოხდება საჭირო აპლიკაციის საჭირო ნაწილის ტრანსლაცია თქვენს მოწყობილობაში. არ არის აუცილებელი, რომ თქვენ ეს აპლიკაცია დააყენოთ, თქვენ უკვე მუშაობთ მასში. შესაძლოა, ეს მხოლოდ ექსპერიმენტია Google-ის მხრიდან საკუთარი ღრუბლოვანი პლათფრომის განვითარების მიზნით, მაგრამ თვითონ ტელეფონისათვის აპლიკაციის სტანსლაციის შესაძლებლობა ახალი არ არის. უფრო მეტიც, ეს ტექნოლგია Google-მა კომპანია Agawi-საგან შეიძინა რამდენიმე წლის წინ. მაგრამ თუ კარგად გავაერთიანებთ ტრანსლაციას და აპლიკაციების ინდექსაციას, მოიხსნება ბარიერი ინფორმაციასთან წვდომადობის საკითხში.
„რესურსები მოთხოვნისამებრ“ Apple-ის ვარიანტი
მაშინ, როდესაც Google-ის ფანტასტიური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ სტადიაშია, Apple თავის დეველოპერებს უბიძგებს დაახლოებით იგივე მიმართულებით უბიძგებს, მაგრამ (რაც ნიშანდობლივია Apple-ისათვის), ნაკლებ აშკარა ფორმით, ანდაც შემოვლითი გზებით.
„რესურსები მოთხოვნისამებრ“ (On-Demand) წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც iOS-ის მეცხრე ვერსიაში გამოჩნდა, როდესაც მოწყობილობაში იტვირთება აპლიკაციის მცირე ზომის ბირთვი პირველი დაყენებისას, ხოლო დამატებითი ნაწილები და შიგთავსი საჭიროებისდა მიხედვით მიეწოდება მომხმარებელს. ამ დროისათვის ეს ტექნოლგია ძირიტადად თამაშებში გამოიყენება, სადაც მომხმარებელი ტვირთავს რესურსებ (გრაფიკა, ვიდეო და ა.შ.) მხოლოდ საწყისი რამდენიმე დონისათვის. iOS დამოუკიდებლად ჩამოტვირთავს დამატებით დონეებს მომხმარებელის თამაშის პროგრესის შესაბამისად და წაშლის ძველ დონეებს, ადგილის ეკონომიის მიზნით.
ბევრი საერთო აქვს ამ მდგომას Google-ის მიდგომასთან? არა. თუმცაღა, თუ „რესურსები მოთხოვნისამებრ“ ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, ხოლო დამხმარე ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოქნილი იქნება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ისარგებლებს Apple ამით, გააფართოებს რა ამ მიდგომის ფარგლებს გამოყენების უფრო საერთო შემთხვევებისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შესანიშნავი ხელსაწყოა, რომელიც პოტენციურად იპოვნის გამოყენებას იმ აპლიკაციებში, რომლებიც არ საჭიროებენ ინსტალაციას ჩვეულებრივი გზებით.
დაუფასებელი ვებ-აპლიკაციები
სანამ ჩვენ ვსაუბრობთ Apple-ზე, მინდა შეგახსენოთ პირველი თაობის iPhone-ის პრეზენტაცია, რომელიც სტივ ჯობსმა ჩაატარა. ძნელი არ არის იმის გახსენება, რომ სულ პირველ აიფონს არ ჰქონდა უცხო აპლიკაციების მხარდაჭერა. რას გვთავაზობდა სტივ ჯობსი? ვებ-აპლიკაციებს.
ვებ-აპლიკაციები არ საჭიროებენ ინსტალაციას. იინი ეშვება ბრაუზერის დაცულ (შედარებით) სივრცეში. ისინი ინსტერნტისდმი მეგობრულად არის მოწყობილი — შესაძლებელია მათი ინდექსაცია და საძიებო სისტემები დაინახავენ შიგთავსს. უი, ერთი წუთით, განა ეს ის არაა, რისკენაც ჩვენ დღეს მივისწრაფით? ცალსხა პასუხის გაცემა ძნელია.
მე კვალავაც დარწმუნებული ვარ, რომ ვებ-აპლიკაციები უბრალოდ გადასვლის გეგმა იყო მშობლიურ აპლიკაციებზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი (დავუშვათ, რომ დამთხვევაა), ისინი თავის მხრივ რაღაც უფრო მეტს წარმაოდგენდნენ. ჩვენ რომ 2008 წელს ისეთი მძლავრი Framework-ები გვქონოდა, როგორებიც ახლა გვაქვს, შესაძლოა, ვებ- აპლიკაციებს არ ეწეოდათ ასეთი ბედი. არ არის საჭირო მორიდება, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჯობსს გააჩნდა შიგთავსის მიწოდებისა და წვდომადობის პრობლემის ხედვა, ამიტომაც იყო ვებ-აპლიკაციებზე ფსონის ჩამოსვლა მცდელობა ჩანასახშივე გვერდი ექციათ ამ პრობლემისათვის.
მომავალი აპლიკაციების გარეშე
მრავალი აპლიკაცია ეომება სხვა რთულ ტექნოლოგიას, რომლებიც გამოიყენება ვებ-აპლიკაციებში (React Native და სხვ.), მაგრამ სხვაობა ნადვილ აპლიაკციასა და ვებ-აპლიკაციას შორის სწრაფად კლებულობს. მიუხედავად ამისა, დიფერენციაციის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი რჩება ვიზუალური სხვაობა ნამდვილ და ვებ-აპლიკაციას შორის. ასევე ვებ-აპლიკაციებს კატასტროფულად აკლია წარმადობა. იდეალური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არსებობს.
ყველაფერთან ერთად, ჩვენ მართლა ძალიან გვჭირდება ბრძნული გადაწყვეტილება სტრიმინგ-ვიდეოს აპლიკაციებისათვის, რაც კარდინალურად გადაწყვეტს ასეთი სახის შიგთავსის მიწოდების საკითხს. ჩვენ გვჭირდება რაიმე, რაც ჰგავს Java-აპლეტს ბრაუზერში, მაგრამ სმარტფონისათვის. წარმოიდგინეთ ასეთი შესაძლებლობა: საოპერაციო სისტემისაგან, ან ტელეფონისაგან დამოუკიდებლად, თქვენ შეძებთ გაუშვათ აპლიკაცია და ნახოთ მისი შიგთავსი — დისკომფორტის გარეშე და ისეთივე წარმადობით, როგორც ეს აქვს ნამდვილ აპლიკაციას. რაც შეეხება დეველოპერებს, მოგება ცხადად ჩანს — შეგიძლიათ ერთხელ დაწეროთ აპლიკაცია და მერე მოახდინოთ მისი ტრანსლაცია ყველა ტიპის ბრაუზერზე და მოწყობილობაზე.
Google-ის სტრიმინგ აპლიკაციების საშუალებით და Apple-ის გადაწყვეტილებით, შიგთავსის მხოლოდ ნაწილის ჩამოტვირთვის შესახებ, ჩვენ შესაძლოა დავიწყეთ გარდაუვალი მსვლელობა მომავალში, სადაც „ისნატალაცია“ მოძველებული მცნება გახდება და ზღვარი „ვებ-საიტსა“ და „მშობლიურ“ აპლიაკციას შორის საბოლოოდ წაიშლება.
ეს ჩვენი მომავალია, აპლიკაციების გარეშე.
და ეს შესანიშნავია.