Apple-ის ახალი პატენტის მიხედვით, iPhone-ი ზუსტად განსაზღვრავს თუ რა დროში დაჯდება თქვენი ბატარეა.
მოგეხსენებათ რომ iOS მომხმარებელს აკვირდება თუ როგორი ურთიერთობს იგი ბატარეასთან მთელი დღის განმავლობაში, რომელ საათზე და რამდენი ხნით მუხტავს მას. მალე iPhone-ი ადგილმდებარეობის მიხედვით, გაიგებს თუ რომელ აპლიკაციებს მოიხმართ უახლოეს მომავალში. ამ მონაცემების საფუძველზე, iOS იწინასწარმეტყველებს თუ როდის დაიცლება თქვენი ბატარეა.
ეს მახასიათებელი დიდი ხანია macOS-ში არსებობს. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოიყენებს ამ პატენტს Apple-ი iPhone-ში. [ Appleinsider ]