მანამ, სანამ Wolfram|Alpha-ს ხოტბას შევასხამდეთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ის — საძიებო სისტემა არ გახლავთ. ეს არის ცოდნის გიგანტური ბაზა, რომელთანაც ურთიერთქმედება ხორციელდება გამოთვლების ალგორითების ასევე გიგანტური რაოდენობით. ერთი სიტყვით, ეს არის სერვისი, რომელიც მუშაობს პრინციპით „კითხვა-პასუხი“. არანაირი Google-ის მაგვარი ბმულები, არანაირი კონტექსტური რეკლამა. მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია.
გაზეთი New York Times წერს, რომ ყოველი მეოთხე მოთხოვნა Wolfram|Alpha-ში Siri-ს სერვერებიდან მიდის. ანუ ყველა დანარჩენი სერვისი — საიტზე ვებ-ფორმა, უნივერსალური აპლიკაციები iOS და Android-ისათვის, ვიწრო სპეციალიზირებული პროგრამები და ა.შ. — უზრუნველყოფს მოთხონების მხოლოდ 75%-ს. ჟურნალისტი სტივ ლორი Wolfram-ის გუნდის ორას კაცამდე მატებას სწორედ Siri-ს პოპულარობას უკავშირებს.
საერთოდ, Apple-მა ტყუილად არ გახადა Wolfram|Alpha-ს ბაზა ასისტენტის საშუალებით ხელმისაწვდომი. შედეგად მომხმარებლებს აქვთ წვდომა ბაზასთან, რომელიც მათი დახმარების გარეშე მუსდმივად ახლდება.
ის ფაქტი, რომ ასეთი დუეტი პოპულარულია, ორივე კომპანიის სასარეგბლოდ მეტყველებს და ხანგძლივ პერსპექტივაში — Google-ის წინააღმდეგ. ახლა Wolfram|Alpha ვერ მოგცემთ ყველა საჭირო ინფორმაცია, მაგრამ ის საკმაოდ კარგად ვითარდება შესაძლოა დადგეს ისეთი დრო, როდესაც საძიებო სისტემა საჭირო აღარც გახდეს.
წყარო: 9to5mac