ჩვენი დროით 10 ნოემბერს დაახლოებით 00:05 საათზე მივიღეთ iOS-ის განახლება — 11.1.1
ეს არის ერთ-ერთი პატარა განახლება იმისთვის, რომ გამოსწორდეს შეცდომები, რომლების iOS 11.1-ზე გადასვლის შემდეგ დაფიქსირდა, შეცდომების სია მოკლეა:
- გამოსწორებულია შეცდომა — კლავიატურის აუტო-შესწორებაში
- გამოსწორებულია შეცდომა — Siri-ს Hey Siri-ს ჟესტზე

ვიწერთ და ვაინსტალირებთ ყველა! შეგახსენებთ, რომ მობილურის ინტერნეტით მის გადმოწერას ვერ შეძლებთ, ისევე როგორც lowe Battery Mode-ის აქტივაციის დროს.